სოკო - კლასიფიკაცია
SOKO.UCOZ.COM ხუთშაბათი, 08.12.2016, 01:08

მოგესალმები სტუმარი
RSS

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
ძებნა
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 184
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
 სოკოები მიეკუთვნებიან მცენარეული ორგანიზმების განსაკუთრებულ ჯგუფს. სოკოებს შორის გამოყოფენ საკვებად ვარგის, პირობითად ვარგის და შხამიან სოკოებს.

 საკვებად ვარგისი სოკოებიდან, როგორიცაა: მჭადა, ქამა, მანჭკვალა, დათვის სოკო და სხვა, მზადდება მრავალგვარი გემრიელი კერძი. ეს სოკოები შეიძლება გამოვიყენოთ საკვებად – გამხმარი, მარინადის, დამარილებული, დამწნილებული, მოხარშული და შემწვარი სახით.

 საკვებად პირობითად ვარგისი სოკოები, კერძოდ, ხარისფაშვა და ნაოჭა სოკოები, შეიცავენ გამაღიზიანებელ, მწარე და შხამიან ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა სახის მოწამვლებს.

 შხამიანი სოკოები, როგორიცაა: თეთრი შხამა სოკო, წითელი შხამა სოკო, ცრუმანჭკვალა, და სხვა, იწვევენ განსაკუთრებით მძიმე მოშხამვას, რომელიც სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. შხამიანი სოკოებით მოწამვლა ძირითადად ხდება ადრე გაზაფხულსა და ზაფხულის ბოლო თვეებში.შხამიანი სოკოებიდან განსაკუთრებით საშიშია თეთრი შხამა სოკო. ამ სოკოს გააჩნია უძლიერესი უჯრედული შხამი, რომელსაც ახასიათებს ღვიძლისა და ნერვული სისტემის დამაზიანებელი მოქმედება. მოწამვლის პირველი ნიშნები გამომჟღავნდება სოკოს საკვებად მიღებიდან 10-12 საათის შემდეგ. საერთოდ, ამ სახეობის სოკოთი მოწამვლის დროს სიკვდილიანობა 50%-ია.
Copyright MyCorp © 2016
Create a free website with uCoz