SOKO.UCOZ.COM პარასკევი, 29.03.2024, 05:16

მოგესალმები სტუმარი
RSS

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
ძებნა
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 205
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2012 » თებერვალი » 26 » კალმახას კულტივირება
12:44
კალმახას კულტივირება

კალმახას კულტივირება

სოკო კალმახას მოყვანის ტექნოლოგია

 სხვა კულტივირებად სოკოებთან შედარებით სოკო კალმახას  გააჩნია მთელი რიგი უპირატესობანი, ის საკმაოდ ტექნოლოგიურია , აქვს ზრდის მაღალი სიჩქარე და ამასთან საკმაოდ მდგრადია კონკურენტი მიკროფლორის მიმართ. ადვილად იზრდება ცელუოზის შემცველ  სასოფლო სამეურნეო და ხის გადამუშავების ნარჩენებზე. ინტენსიური კულტივირების თვალსაზრისით  სუბსტრატის მოსამზადებლად,  უფრო ხშირდ იყენებენ ხორბლის ნამჯას ასევე იყენებენ სიმინდის ნაქუჩს და ჩალას ,  ბამბის და ხეტყის გადამუშავების ნარჩენებს. ასევე ხშირია ქაღალდის საყოფაცხორებო ნარჩენების გამოყენების შემთხვევებიც. სუბსტრატის მოსამზადებლად ცალკეულ შემთხვევაში დასაშვებია ზემოთ ჩამოთვლილი სასუბსტრატე კომპონენტების ნარევის გამოყენებაც.

 კალმახას კულტივირების ტექნოლოგია არ არის რთული, არ საჭიროებს სუბსტრატის მომზადებისტვის დიდ დროს. კალმახას კულტივაციის დასრულების შემდეგ ამორტიზირებული სუბსტრატი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც შინაური ცხოველების საკვები ან როგორც საუკეთესო ორგანული სასუქი მიწის ნაკვეთებში.

 არსებობს სოკო კალმახას კულტივირების ექსტენსიური და ინტენსიური მეთოდები.  მეთოდების აღწერილობა იხილეთ შემდეგ გვერდზე.

ექსტესიური მეთოდები(კალმახა)

კალმახას კულტივირების ექსტენსიური მეთოდები

 კალმახას კულტივირება პირველად დაიწყეს მეოცე საუკუნის 20 იან წლებში გერმანიაში.გერმანელმა ფერმერებმა კულტივირებისთვის გამოიყენეს   ფოთლოვანი ხეების მორები. რამე თუ ფოთლოვანი ხის მერქანი  წარმოადგენს კალმახას ბუნებრივ საკვებს.

 ამგვარი მეთოდის უპირატესობაა ის, რომ შეიძლება გამოყენებულ იქნას დაბალ ხარისხოვანი  მერქანი. ჩვეულებრივ, ფოთლოვანი  ხის (დიამეტრი არა ნაკლებ 25 სმ.) მორებს ჭრიან 30-40 სანტიმეტრის ზომაზე. შემდეგ მას ერთი კვირის განმავლობაში ალბობენ წყალში. ახლად მოჭრილი ხის ჩალბობა სავალდებულო არ არის. როცა მერქნის ტენიანობა გადააჭარბებს 80-90% -ს  ახდენენ  მერქანში კალმახას მიცელიუმის შეტანას. ეს შეიძლება მოხდეს რამოდენიმე მეთოდით:

1.კუნძის მოხერხილ ზედაპირზე თხელ ფენად შლიან 100-150 გრამ მიცელიუმს. მასზედ, ასევე მოხერხილი ზედაპირით ადებენ მეორე კუნძს, რომლის ზევითა მოხერხილ ზედაპირზედაც კვლავ თხელ ფენათ შლინ 100-150 გრამ მიცელიუმს და ამგვარად შეიძლება გაკეთდეს რამდენიმე იარუსი. კუნძების გამოშრობის თავიდან აცილების მიზნით  გამზადებულ იარუსებს ახვევენ პოლიეთილენის  აბსკში.

2.წყალში დამბალ მორს უკეთებენ ბურღის საშუალებით რამდენიმე ნახვრეტებს. შემდეგ მასში ყრიან მიცელუიმს და ნახვრეტს ლუქავენ ნახრეტის დიამეტრზე ოდნავ მსხვილი ტოტით იგივე ნაირად, როგორც საცობი.   ნახვრეტი ასევე შეიძლება დაილუქოს ბაღის მალამოთი ან სკოჩით.

3. მორს მოახერხავენ 2 სმ-ს დისკს მორის მოხერხილ ზედაპირზე თხელ ფენად გაშლიან მიცელიუმს და ზემოდან ადებენ დისკს, რომელსაც აჭედებენ ლურსმნებით

შედეგ ეტაპზე კუნძები შეაქვთ შენობაში, სადაც ტემპერატურა 15-20 გრადუსია. კუნძები რომ არ გამოშრნენ პერიოდულათ ასხურებენ წყალს, სასურველია ჩვეულებრივი საწამლი აპარატით. ამასთან სასურველი მიკროკლიმატის შექმნის მიზნით კუნძებს აფარებენ პერფორირებული პოლიეთილენის აპსკს.

ამ პირობებში  კალმახა კუნძის მერქნის სრულ ათვისებას უნდება 2-2,5 თვე. თუ შენობაში მუდმივად ვინარჩუნებთ მაღალ ტენიანობას კუნძების ზედაპირზე ჩნდება ჰაეროვანი მიცელიუმის ფიფქის მაგვარი ნადები.

ამის შემდეგ, კუნძები გადაქვთ ბაღის ჩრდილიან ადგილზე. კუნძის 2\3 ფლავენ მიწაში რათა თავიდან აიცილონ გამოშრობა. გვალვების შემთხვევაში აუცილებელია მორწყვაც.როგორც კი ჰაერის ტემპერატურა  მიღწევს 8-14 გრადუს კუნძების ზედაპირზე ჩნდება კალმახას პრიმორდიები (ნაყოფის ჩანასახი), რომლებიც რამდენიმე დღეში ზრდასრულ ნაყოფებად ჩამოყალიბდებიან

  გარდა ღია გრუნტისა ანალოგირად დათესილი კუნძებით შეიძლება კალმახას კულტივირება  სპეციალური მიკროკლიმატით უზრუნველყოფილ დახურულ შენობებში. ამ შემთხვევაში აუცილებელია:

- შენობის ხშირი განიავება ნახშირორჟანგის გადევნისა და სოკოს  ჟანგმადით მომარაგების მიზნით.

-ტენიანობის უზრუნველყოფა 80-90% ფარგლებში

- შენობის განათება სასურველია დღის განათების ნათურებით

 ექსტენსიური მეთოდებით კალმახას კულტივაციისას გასათვალისწინებელია რომ გაცილებით მაღალ მოსავლიანია  წიფელის და მუხის კუნძები და საშუალოდ შეადგენს  20 კგ-ს ერთი ცენტნერი მერქნიდან.

ინტენსიური მეთოდები(კალმახა)

სოკო კალმახას კულტივირების ინტენსიური მეთოდები.

 მიკრო ეკონომიკური თვალსაზრისით კალმახას კულტივირების  გაცილებით გამართლებული ფორმაა ინტენსიური მეთოდი. ამ შემთხვევაში კალმახას ნაყოფის მიღება შეიძლება მთელი წლის გამავლობაში და მოსავლიანობა ნალკებად არის დამოკიდებილი   კლიმატური პირორობების სეზონურ ცვლილებებზე. სასათბურე შენობაში შექმნილ სპეციალურ პირობებში, სხვადასხვა სუბსტრატების გამოყენება, მათი თერმული დამუშავებით, უფრო მოკლე ტექნოლოგიური ციკლი საშუალებას იძლევა, რომ მივაღწიოთ  მაღალ და სტაბილურ მოსავლიანობას.

 კალმახას მოყვანისათვის საჭირო სრული ტექნოლოგიური ციკლი შეიცავს:

-სუბსტრატის დასაქუცმაცებელ შენობას შეაბამისი დანადგარით

-შენობა-ფერმენტაციისა და თერმული დამუშავებისთვის საჭირო მოწყობილობებით

-შენობა-კალმახას განვითარებისა და მსხმოიარობისთვის

- სამაცივრო დანადგარები სოკოს მოსავლის შესანახად

 სუბსტრატის მომზადება იყოფა რამდენიმე ეტაპად:

-დაქუცმაცება. განვიხილოთ ხორბლის ნამჯის მაგალითზე. დაქუცმცების დაწყებამდე უნდა ყურადღება მივაქციოთ, რომ ნამჯა  იყოს ოქროსფერი და  ობის სუნის გარეშე.კომპოსტის დაქუცმაცება საშუალებას გვაძლევს უფრო უფრო ეფექტურად მოვახდინოთ მისი თერმული დამუშავება და კომპაქტურად მოვათავსოთ  პოლიეთილენის პარკებში. ჩვეულებრივ ნამჯას აქუცმცებენ არა უმეტეს 5 სმ.-ს ზომამდე სპეციალური დამაქუცმაცებელი დანადგარებით. სახლის პირობებში დაუქუცმაცება შესაძლებელია ნებისმიერი ხელმისაწდომი საშუალებით.

-დალბობა. გარკვეული რაოდენობის წყლის შეწოვის მიზნით დაქუცმაცებულ ნამჯას  გარკვეული დროის განმავლობაში ალბობენ წყალში. შემდეგში ზედმეტ  წყალს აშორებენ დაწურვის ან სპეციალური საწური დანადგარებით, გამოწურვის გზით. ნორმალურ პირობებში სუბსტრატის ოპტიმალური ტენიანობაა 70% ია. დალბობის დროს ხდება ნამჯიდან წყალში ადვილად ხსნადი ისეთი ნივთიერებების გამორეცხვა რომლებიც წარმოადგენენ კალმახასთვის კონკურენტი მიკროსკოპული სოკოების საკვებს. ამ გზით ვამცირებთ ისეთი კონკურენტების განვითარების ალბათობას, როგორებიც არიან ტრიხოდერმა, მიოკრი და ნეოსპორა. დალბობის დროს  კარგია თუ წყალში დავუმატებთ 0,02% ფუნდაზოლს, რომელიც ხელს უშლის კონკურენტი მიკროსკოპული სოკოების განვითარებას.

-თერმული დამუშავება. თერმული დამუშავების ძირითადი მიზანია  სუბსტრატში კონკურენტი მკიროსკოპული სოკოების მოსპობა  რომლებიც მნიშვნელოვნად აფერხებენ კალმახას განვითარებას და სერიოზულად ამცირებენ მოსავლიანობას. გარდა ამისა თერმულად დამუშავებულ სუბსტრატს გაცილებით ადვილათ ითვისებს კალმახა რაც მისი მაღალი მოსავლიანობისთვის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 არსებობს სუბსტრატის თერმული დამუშავების ორი მეთოდი. 1966 წლიდან მესოკოვეების მიერ აქტიურად გამოიყენება სტერილური მეთოდი, რომელიც გულისხმობს მაღალი ტემპერატურის და ორთქლის წნევის ქვეშ სუბსტრატის დამუშავებას. ტემპერატურა  სამ საათიანი სტერილიზაციის დროს ფიქსირდება 120 გრადუსი,  წნევა კი-1,5 ატმოსფერო.  ამ შემთხვევაში იღუპება სუბსტრატში მკოფი ყველა კონკურენტი მიკრო ორგანიზმი. გაციების შემდეგ სუბსტრატში შეაქვთ მიცელიუმი. სტერილური მეთოდის ერთ ერთი უარყოფითი მხარეა მისი მაღალი თვითღირებულება მასში ავტოკლავის გამოყენების აუცილებლობის გამო . ამიტომ უფრო ხშირად იყენებენ არა სტერილურ მეთოდებს.

 არასტერილური თერმული დამუშავების მნიშვნელოვანი მეთოდია ფერმენტაციული მეთოდი. ფერმენტაციის ტემპერატურა არ აღემატება 70 გრადუსს. ამ ტემპერატურაზე პრაქტიკულად ისპობა კონკურენტი მიკრო ფლორა და ძლიერდება  დამცავი მიკროფლორა, რომელიც ხელს უშლის კონკურენტების განვითარებას და ამით ხელს უწყობს კალმახას მიერ სუბსტრატის აქტიურად ათვისებას. ფერმენტაციის დროს სპეციალურად მოწყობილ საფერმენტაციო კამერებში ხდება სუბსტრატის სუფთა ჰაერით და ტემპერტურით ერთდროული დამუშავება. ამ გზით სუბსტრატის ტემპერატურა სწრაფად აყავთ 60-70 გრადუსამდე და ამ ტემპერატურაზე აჩერებენ 12 საათის განმავლობაში ამ დროს  ხდება სუბსტრატის პასტერიზაცია.ამის შემდეგ მიმდინარეობს  72 საათის განმავლობაში პასტერიზებული სუბსტრატის თანდათანობითი გაცივება 45 გრადუსამდე. ამ შემთხვევაში სუბსტრატის ტენიანობა არ უნდა იყოს 70-80 % -ზე მეტი,  რათა არ განვითარდნენ ლპობის ბაქტერიები. თუ ტენიანობა იქნება არა საკმარისი  მცირდება ფერმენტაციის ეფექტურობა. ფერმენტაციის დროს სუბსტრატში ვითარდება მიკროორგანიზმები, რომლებიც თავიანთი  ცხოველყოფელობის შედეგად სუბსტრატში გამოყოფენ ანტიბიოტიკური თვისენბეს მქონე ნივთიერებებს, რითაც აფერხებენ კონკურენტი მიკრო ორგანიზმების განვითარებას და პირიქით, ხელს უწყობენ კალმახას. ფემენტაციის შემდეგ ცივი გაფილტრული ჰაერის მიწოდებით სუბსტრატის ტემპერატურა დაყავთ 25 გრადუსამდე. ამის შემდეგ სუბსტრატი მზათაა მასში მიცელიუმის შესატანად.

 გაცილებით ადვილი და ნაკლებათ შრომატევადია შემდეგი მეთოდი: მდუღარე წყალში ყრიან დაქუცმაცებულ ნამჯას. ამ დროს წყლის ტემპერატურა მცირდება მასში ცივი ნამჯის მოხვედრის გამო. ტემპერატურა ნამჯის მასის შუაგულში  აჰყავთ მინიმუმ 75 გრადუსზე და ამ ტემპერატურაზე აჩერებენ მინიმუმ 1 საათის განმავლობაში. მასთან აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ  დროის ათვლა უნდა დავიწყოთ მას შემდეგ რაც ტემპერტურა 75 გრადუსს მიაღწევს  ნამჯის შუა გულში.შეცდომაა როცა დროის ათვლას იწყებენ  წყლის ტემპერატურის მიხედვით.

 ორივე მეთოდით დამუშავებული სუსტრატი უნდა გაცივდეს  რაც შეიძლება სტერილურობის პირობების დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებით თერმულლად დამუშავებულ კომპოსტი, შეიძლება მეორადად დაინფიქცირდეს კონკურენტი მიკრო ორგანიზმებით.

კალმახას დათესვა (ინოკულაცია)

  სუსტრატის ოთახის ტემპერატურამდე გაციების შემდეგ  იწყებენ მასში მიცელიუმის შეტანას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის სუბსტრატის ინოკულაცია. ამ შემთხვევაში დიდია რისკი მიცელიუმის დაღუპვისა. კალმახას ზრდისთვის ოპტიმალურია კომპოსტის  ph 5-6, ტენიანობა70-85 %.

 მიცელიმი შეაქვთ ან ფენა ფენა ან და სუბსტრატში თანაბარი გადარევით. სუბსტრატის მასათან მიმართებაში საჭიროა  3-5% მიცელიუმი. ეს ყველაფერი თავსდება პოლიეთილენის სპეციალურ პარკებში. პარკში ჩატენვა ხორციელდება იმ გათვლით, რომ  1 მეტრის სიმაღლის სოკოს სპეციალურ პარკში მოთავსდეს 13-18 კგ  ინოკულირებული კომპოსტი. რაც უფრო მძიმეა პარკი მით უფრო მეტია მოსალოდნელი მოსავლიანობა. ჭარბი ტენი წყლის სახით გროვდება პარკის ქვედა ნაწილში, მის გამოსადევნად პარკს აუჭრიან ქვედა კუთხეებს. პარკის ზემოთა მხარე იხურება ან კანაფით ან და სკოჩით, რაც ამცირებს მეორადი ინფეცირების ალბათობას.

 ამის შემდეგ კომპოსტიან პარკებს ათავსებენ სპეციალურ ცემენტის იატაკიან და კედლებიან შენობაში, რომელიც წინასწარ დამუშავებულია ფუნგიციდუირი ხსნარებით (კირქლორი, ფორმალინი,  3% იანი შაბიამნის ხსნარი). კედლები შეთეთრებულია დაუწვავი კირით. შენობაში მოწყობილია სპეციალური სტელაჟები, რომლებზედაც ხდება მზა ინოკულირებული კომპსტიანი პარკების განთავსება ისე რომ ისინი არ იყვნენ ერთმანეთთან უშუალო შეხებაში.  შენობაში აყავთ ტემპერატურა 20-21 გრადუსამდე.ორი-სამი დღის  შემდეგ მიცელიუმი გადასვლას იწყებს  სუბსტრატზე  და ოცი-ოცდა ხუთი დღის განმავლობაში მთლიანათ ფარავს მას. ამ დროს სუბსტრატს აქვს თეთრი ფერი.საყურადღებოა, რომ პარკის შუა გულში ტემპერატურა არ უნდა ავიდეს 28 გრადუსზე ზევით. მიცელიუმი კომპოსტის ათვისებისას თვითონაც გამოყოფს სითბოს ამის გამო შეიძლება მოხდეს პარკების შიგნით ტემპერეტურის თვითნებური ზრდა და გადააჭარბოს კრიტიკულ ზღვარს, რასაც შეიძლება მოყვეს მიცელიუმის დაღუპვა. კონტროლის მიზნით რამდენიმე პარკის (კომპოსტის) შუა გულადე შეყავთ საკონტროლო თერმომეტრები, რომელთა საშულებითაც ხორციელდება დაკვირვება პარკის (კომპოსტის) შიდა ტემპერტურაზე.

 გათეთრებული პარკები გადაქვთ სპეციალურად მოწყობილ ფუნგიციდებით წინასწარ დამუშავებულ შენობაში, რომელიც უზრუნველყოფილია განათებით და სოკოს მსხმოირობისთვის საჭირო მიკრო კლიმატის შესაქმნელი მოწყობილობებით.

 მიცელიუმის განვითარებისათვის და მის მიერ კომპოსტის ათვისებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 24 გრადუსია. ტენიანობა 75-90 პროცენტი. სუბსტრატის ათვისების პერიოდში სინათლე საჭირო არ არის . პირიქით სინათლის სიჭარბემ შეიძლება  შეაფერხოს კომპოსტის ათვისება. ვენტილიაციაც საჭირო არ არის, ამ შემთხვევაში გარკვეული რაოდენობით ნახშირმჟავა გაზი  ხელს უწყობს კომპოსტის ათვისებას. ინოკულაციიდან ორი-სამი დღის შემდეგ სუბსტრატი იწყებს მიცელიუმით დაფარვას და  ათვისებული  ზედაპირი მოთეთრო ფერის ხდება. იმის და მიხედვით თუ რა რაოდენობის მიოცელიუმია შეტანილი კომკოსტში და რა ზომისაა ბლოკი, პარკის გათეთრებას სჭირდება 15 დან 25 დღემდე. ძალზე დიდი რაოდენობით მიცელიუმის შეტანამ კომპოსტში და  საინკუბაციო ბლოკში მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს ქერქის ანუ ეგრთწოდებული სტრომის წარმოქმნა რაც შეიძლება იქცეს მოსავლიანობის მკვეთრი შემცირების მიზეზათ. ბლოკის ბაქტერიალური დასნევონების ნიშანია მყრალი მომჟავო სუნი და ტომრებიდან დიდი რაოდენობით მყრალი სითხის გამოყოფა. კონკურენტი სოკოებით ბლოკის დასნევონების ნიშანია პარკის ზედაპირზე მწვანე, შავი და ფორთოხლის ფერი ლაქების გაჩენა. ასეთი პარკების აღმოჩენისას ისინი დაუყოვნებლივ უნდა  იქნან მოშორებული საინკუბაციო ოთახიდან.

მსხმოიარობის ინიციაცია

  ბლოკის მთელი სუბსტრატის მიცელიუმის მიერ ათვისების შემდეგიგი გადააქვთ მოსასხმელ ოთახში, ან სტოვებენ იგივე ოთახში, მაგრამ სცვლიან პირობებს.

  თუ კალმახას შტამი შოკურია, მაშინ მსხმოიარობის პროვოცირებისთვის საჭიროა ტემპერეტურული შოკირება.ამ შეთხვევაში  ტემპერტეტურა მოსახმელ ოთახში 3-4 დღის განმალობაში ჩამოყავთ 4-5 გრადუსამდე. შემდგომში ტემპერატურა აჰყავთ 14 გრადუსამდე. მიცელიუმის შესყიდვისას აუცილებელია გაარკვიოთ გამყიდველთან სჭირდება თუ არა შტამს შოკირება. თუ მიცელიუმი უშოკო შტამისაა მაშინ მსხმოიარობის დასწყებათ საკმარისია ტემპერატურა დავიყვანოთ. 12-16 გრადუსზე. რამდენიმე დღის შემდეგ სპეცილურად პარკში გამოჭრილი ნახვრეტებში წარმოქმნება პრიმორდიები (ნაყოფის ჩანასახები), რომლებიც ნელ ნელა გარდაიქმნებიან ზრდასრულ მოსაკრეფ ნაყოფებად. საჭირო ტემპერტურის მისაღწევად  იყენებენ სხვა და სხვა ტიპის გამათბოლებს როგორც ელექტრო ენერგიაზე ასევე გაზზე მომუშავეს. არის შემთხვევები როდესაც გამოცდილი მესოკოვეები იყენებენ შეშის და ნახერხის ღუმელებსაც. ამ შემთხვევაში რთულია ტემპერატურის შენარჩუნებისთვის მართვის ავტომატიზირებული სისტემების გამოყენება და საჭიროებს დიდ ყურადღებას, რათა ტემპერატურა პარკის შიგნით არ ასცდეს ზღვრულ 30 გრადუსს.  ნახერხის და შეშის ღუმელებს აქვთ კიდევ ერთი სირთულე.  სათბურის შიგნით დამონტაჟების შემთხვევაში ისინი ხარჯავენ  ჟანგბადს რომლის ნაკლებობაც მსხმოიარობის პერიოდში იწვევს ნაყოფის ფეხის დაგრძელებას, რაც არასასურველია ნაყოფის ხარისხის და მოსავლიანობის თვალსაზრისით.  ასევე ღუმლის სათბურის შიგნით გამოყენებისას არის საშიშროება ღუმლის კარებიდან სათბურში ბოლის მოხვედრისა რაც ასევე სერიოზულად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. ევროპაში განსაკუთრებულად ეფექტურად ითვლება გათბობისთვის კალორიფერების გამოყენება. მათ მიერ წარმოებული თბილი ჰაერი პოლიეთილენის ჭერზე დაკიდული  მილების საშუალებით მიეწოდება მოსასხმელად ჩამოკიდებული პარკების რიგებს შუა, მათ მთელ სიგრძეზე. მილებში საგანგებოდ ამოჭრილი  პატარა საქშენებიდან სათბურის მთელ ფართობზე ხდება სათბურის  გამთბარი ჟანგბადით მდიდარი ჰაერის მიწოდება.კალორიფერს საშუალება უნდა ჰქონდეს, ჟანგბადის საჭიროების მიხედვით, გასთბობი ჰაერი მიეწოდოს როგორც სათბურის შიგნიდან ასევე სათბურის გარედანაც. თუ  სათბურის გარეთ  ჰაერის ტემპერატურა სათბურისთვის საჭირო ტემპერატურას შეესაბამება, მაშინ  კალორიფერი გათბობის გარეშე  გამოიყენება ჩვეულებრივი  ვენტილიატორის რეჟიმში სათბურის ჟანგმადით მომარაგების მიზნით. კალმახას ნაყოფი ფეხის დაგრძელებას იწყებს თუ სათბურში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია აღემატება 0,6%-ს. ფეხის დაგრძელებას ასევე იწვევს პრიმორდიების წარმოქმნის მომენტიდან მსხმოიარობის დამთავრებამდე სინათლის ნაკლებობაც. ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის საჭიროა მინიმუმ 150 ლუქსი განათება არა ნაკებ დღე-ღამეში 10 საათისა. განათება ერთგვაროვანი უნდა იყოს სათბურის მთელ ფართობზე. თუ ფანჯრებიდან შემოსული სინათლე ამ თვალსაზრისით არა საკმარისია საჭიროა დღის განათების ნათურების საშუალებით განათების ზემოთ აღწერილი რაჟიმის შექმნა. სინათლის სიჭარბე უარყოფითად არ მოქმედებს ნაყოფის ხარისხზე და მსხმოიარობაზე. ასე, რომ არსებობს  ნაყოფის ფეხის დაგრძელების ორი მიზეზი: ჟანგბადის  ნაკლებობა (ნახშირორჟანგის და სხვა არა სასურველი აირების მაღალი კონცენტრაცია)  და განათების არა საკმარისობა.  განათების გაზომვა ხდება სპეციალური ხელსაწყოთი ლუქსსაზომით.  ვენტილიაციის სისტემის დამონტაჟებისას გასათვალიწინებელია, რომ  ვენტილიატორები ჰაერს უნდა იღებდნენ  სათბურის გარედან და თავისი  წარმადობით უნარი უნდა შესწევდეთ 1 საათის განმავლობაში იმდენი ჰაერის მიწოდებისა, რომელიც 4-ჯერ აღემატება სათბურის მოცულობას. იმის მიხედვით თუ როგორ არის სათბური დატვირთული პარკებით განიავება ხდება დღეში  რამდენჯერმე.გამოცდილი მესოკოვე ადრეულ პერიოდშივე გრძნობს ჟანგბადის ნაკლებობას და ვენტილაციის ხანგრძლიობის და სიხშირის რეგულირების საშუალებით აღწევს სათბურში ნახშირორჟანგის მინიმალურ დონეს. ჭარბი ვენტილაცია იწვევს ნაყოფის გამოშრობას, რაც ხელს უშლის მის განვითარებას და აქვეითებს მოსავლიანობას.  ვენტილიატორების შემწოვები  სასურველია თუ აღჭურვილი იქნება ჰაერის ფილტრებით, რომელნიც არ დაუშვებენ მწერების, კონკურენტი სოკოების სპორების, ვირუსებისა და ბაქტერიების სათბურში ვენტილიაციის სისტემით მოხვედრას. ვენტილაციის ოპტიმალური რეჟიმს ექსპერიმენტალური გზით ადგენენ წლის დროისა და გარემოს ტემპერატურის მიხედვით.  ასევე მნიშვნელოვანია ნაყოფის სრულფასოვანი განვითარებისათვის და მოსავლიანიბისთვის სათბურში ჰაერის ტენიანობა, რომელიც მსხმოიარობის პრეიოდში 95% უნდა იყოს. ტენინობის გაზომვა ხდება ფსიქობეტრის საშუალებით. თუმცა გამოცდილი მესოკოვე ხელსაწყოს გარეშეც გრძნობს ნაყოფის განვითარების მიხედვით ტენიანობის ნაკლებობას ან სიჭარბეს. პრიმორდიების წარმოქმნისთანავე პოლიეთილენის პარკს უკეთებენ პატარა ჭრილებს, რომლიდანაც ხდება ნაყოფის გამოსვლა და განვითარება. გამოცდილი მესოკოვეებისთვის დასაშვებია მაღალი ტენიანობის შემთხვევაში პარკის აფსკის მთლიანათ შემოხსნა.  დატენიანება ხდება რადენიმე მეთოდით: წყლის გაფრქვევით სათბურის  მთელს ფაართობზე, გამათბობელ საშულებაზე წყლის ჭურჭლის დადგმით საიდანაც ხდება ინტენსიური აორთქლება, კალორიფერის  ან ვენტილატორების ჰაერ-საქშენებში წვეთოვანი სისტემების გამოყენებით მისაწოდებელი ჰაერის დატენიანების საშუალებით.   პარკების გაჭრიდან ერთი კვირის განმავლობაში ცდილობენ არ დაასველონ ტომრები, რათა არ მოხდეს მათი კონკურენტი მიკროფლორით დასნევონება. შემდგომში ბლოკების დასველება შესაძლებელია საჭიროებისა და მიხედვით. ტენიანობის სათბურში 80% მდე დაწევამ შეიძლება სერიოზულად იმიქმედოს მოსავლიანობის შემცირებაზე.

 გამოცდილი მესკოვე შეხედავს თუ არა სოკოს მაშინვე ხვდება თუ რა არ ყოფნის მას ნორმალური განვითარებისათვის. თუ სოკო ფეხს იგრძელებს და თავი თეთრი აქვს ესიგი არ ყოფნის განათება, თუ ფეხის დაგრძელებისას თავი მუქი ფერისაა, არ ყოფნის ჟანგბადი . ჟანგბადის ნაკლებობისას ნაყოფს ნაკლებად აქვს სოკოს არომატი.

 ბლოკების დაკიდებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ნახშირორჟანგი მძიმე გაზია და ის დაგროვებას იწყებს სათბურში იატაკიდან. ამიტომ ბლოკების ( პარკების) მინიმალური დაშორება იატაკიდა უნდა იყოს 20 სანტიმეტრი. იგივე მიზეზით ხშირათ იატაკზე ყრიან თხელ ფენად კირს. ის დეზინფექციას უკეთებს იატაკს და შთანთქამს ნახშირორჟანგს. ნახშირორჟანგის შემცველობა ამ პერიოდში არ უნდა აღემატემოდეს 0,02%-ს.

მოსავლის აღება (კალმახა)

თუ ზრდის რეჟიმი სწორადაა დაცული პრიმორდიების წარმოქმნიდან ერთი კვირის შემდეგ ნაყოფი მოსაკრეფად მზადაა. კალმახა იზრდება პარკში სპეციალურად გაკეთებულ ჭრილებიდან ბუჩქის სახით. მასში არიან როგორც ზრდასრული ასევე პატარა სოკოებიც. საჭირო არ არის დაველოდოთ ბუჩქის შიგნით ყველა სოკოს ბოლომდე განვითარებას. როგორც კი მნიშვნელოვანი ნაწილი ზრდასრულ დონეს მიაღწევს საჭიროა ბუჩქის მთლიანად გამოგლეჯა ბლოკიდან ისე, რომ თან გამოყვეს კომპოსტის მცირედი ნაწილი. მოჭრის შემთხვევაში ჭრილში დარჩენილი სოკოს ნაწილი დალუქავს ჭრილს და საშუალებას არ მისცემს კალმახას ახალი ტალღის განვითარებას. გასათვალისწინებელია, რომ კალმახას ნაყოფი ზრდის დასარულებისას გამოყოფს სპორებს, რომელთაც თუ სათბურში მომუშავე პერსონალი ალერგიულია შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული ბრონხიტი. ამასთან სპორების გამოფრქვევის შემდეგ სოკო  კალმახას ნაყოფი კარგავს წონას, და ყველა იმ სასარგებლო თვისებებს, რომელიც მას გააჩნია. ამიტომ ნაყოფის სპორების გამოფრქვევამდე მოკრეფა სასურველია. ალერგიულ პერსონალს სოკოს სპორებთან კონტაქტის შეწყვეტიდან მაქსიმუმ ორი კვირის შემდეგ ალერგიული ბრონხიტის ნიშნები უქრება. ნებისმიერ შემთხვევაში ბრონხილური სპაზმების განვითარებისას  საჭიროა მივმართოთ ექიმს. ალერგიული ბრონხიტის თავიდან აცილების მიზნით ნაყოფი უნდა მოიკრიფოს სპორების გამოფრქვევამდე.

 კალმახას მსხმოირობას აქვს ტალღური ბუნება პირველ ტალღაზე ანუ პირველი მოსხმისას ხდება მოსალოდნელი მოსავლიის 70%- მდე აღება,. მეორე ტალღა, რომელიც  საშუალოდ პირველი ტალღის დამთავრებიდან 10 დღეში იწყება იძლევა მოსავლის 20-25% -ს. მესამე ტალღა-5-10%-ს.  ჩვეულებრივ ინტერვალი ტალღებს შორის 10-15 დღეა. ასე რომ სრული ტექნოლოგიური ციკლი გრძელდება ორნახევარ თვემდე.

 სასურველია სოკოს რეალიზაცია მოხდეს მოკრეფის დღესვე. გამოშრობის და წონის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად სარელიზაციოდ გამზადებულ სოკოს აწყობენ  პოლიეთილენის პარკებში და თავს უკრავენ.

 ახლადმოკრეფილი სოკოს შენახვა შესაძლებელია 1 დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე.-2,-4 გრადუსზე  ორი თვის განმავლობაში, 0+7 გრადუსზე კი ერთი კვირის განმავლობაში.

 ტექნოლოგიური ციკლის დამთავრების შემდეგ, ახალი ბლოკების ჩამოკიდებამდე, ახდენენ შენობის დეზინფექციას. კედლებს და სტელაჟებს რეცხავენ 1% იანი ნატრიუმის ჰიპოქლორიდის ხსნარით. შემდეგ ხდება ფორმალდეჰიდით შებოლვა. 1000კუბბომეტრ  შენობაზე საჭიროა 20 ლიტრი 40% იანი ფორმალინი და 4 კგ. კირქლორი. კირქლორს ყრიან იატაკზე მოთავსებულ ღია ემალირებულ ჭურჭელში შემდეგ მას უმატებენ ფორმალინს რის შედეგადაც მიიღება გაზი ფორმალდეჰიდი. ოთახის კარებს და ფანჯრებს მჭიდროთ ხურავენ და ანიავებენ ორი დღის შემდეგ, სამი დღის განმავლობაში სანამ არ გაქრება სპეციფიკური სუნი. საყურადღებოა, რომ აღნიშნული სადეზინფექციო საშუალებების არა სწორად გამოყენება საშიშია ადამიანის ჯამრთელობისათვს . ამიტომ გამოყენებების წინ კარგად გაეცანით მათი გამოყენების უსაფრთხოების პირობეს.  პირველ ეტაპზე ყველაზე მიზანშეწონილია დაზინფექციის სამუშაოებში დაიხმაროთ გამოცდილი ქიმიკოს-სპეციალისტი.


ნანახია: 15485 | დაამატა: goga22go | რეიტინგი: 3.6/19
სულ კომენტარები: 5
5 აბესალომი  
0
კალმახა სოკოს მოყვანა მინდა თქვენი კონსულტაცია მჭირდება

4 zura  
0
momyavs kalmaxa polietilenis parkebshi ukve gamovida magram shemeqmna problema sokos geroebi ezrdeba magram tavebi 3 santimetrze meti ar izrdeba iqneb mirchiot risi brali sheidzleba iyos

3 ნანა  
0
გამარჯობა! მაქვს ფარდული, რომლესაც წინა მხარეს არ აქვს კედელი და ვაპირებ ცელოფნის ჩმოფარებას. გარდა ამისა, ფარდული არის შფრით გადახურული. შენობას დღის განმვალობაში მზეც ადგება. მაინტერესებს ასეთ პირობებში თუ შეიძლება კალმახა სოკოს მოყვანა?
როგორ შევქმნა მეტი ტენიანობა?

თქვენი აზრით პირველადი ბრიკეტები ჯობია თუ მეორადი? როგორია მოსავლით და მოვლის პირობებით მათ შორის სხვაობა?
მადლობა

2 esalestpgeo  
0
გამარჯობა, გავეცანი თქვენს ვებ-გვერდს საინტერესო სტატიებია.
ჩვენც იგივე საქმეს ვემსახურებით.
გვსურს თქვენთან თანამშრომლობა, დაინტერესების შემთხვევაში გთოხვთ დაგვიკავშირდეთ მოცემულ ელ.ფოსტაზე : info@kartulisoko.ge

1 elioza  
0
gamarjobat erti kitxva maqvss minda davteso soko da damakvalianet rogor moviqcee, romeli kundzi unda iyos roo davtesoo,

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz