ქამა სოკოს მოყვანის მეთოდიკა - 23 თებერვალში 2012 - სოკო
SOKO.UCOZ.COM ხუთშაბათი, 08.12.2016, 01:08

მოგესალმები სტუმარი
RSS

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
ძებნა
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 184
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2012 » თებერვალი » 23 » ქამა სოკოს მოყვანის მეთოდიკა
19:24
ქამა სოკოს მოყვანის მეთოდიკა


    ვიდრე ქამა სოკოს წარმოებას დაიწყებდეთ და სახსრებს დახარჯავდეთ, საჭიროა კარგად გაეცნოთ წარმოების ტექნოლოგიას, მოამზადოთ საჭირო ნედლეული. ეს ნედლეული კი შედგება ტორფის, ნამჯისა და ქათმის ნაკელისაგან. გარდა ამისა წინასწარ უნდა იქნეს შესწავლილი გასაღების ბაზარი. თუმცა ქამა სოკოზე მოთხოვნილება ყველგან დიდი და მის გასაღებას პრობლემა არასოდეს ექმნება, მით უმეტეს თუ ის მაღალხარისხიანია და მყიდველს მუდმივად მიეწოდება. თუ ნედლეულთან და ბაზართან დაკავშირებით თქვენ პრობლემა არ გაგაჩნიათ, სინჯეთ იანგარიშოთ თუ როგორი ნაგებობაა საჭირო დაგეგმილი რაოდენობის სოკოს მოსაყვანად. ქამა სოკოს მოსაყვანად შეიძლება ახალი შენობის აშენება, ან როგორც ეს ხშირად ხდება პრაქტიკაში ძველი სასოფლო–სამეურნეო შენობის რეკონსტრუქცია, როგორიცაა, საძროხე, საღორე და ა.შ.
შენობის შერჩევის დროს უპირატესობა უნდა მიეცეს ისეთს, რომელთანაც ახლოსაა ყველა საჭირო ენერგომატარებლები: გაზი, წყალი, დენის წყარო. მაგალითად განვიხილოთ ქამა სოკოს მოსაყვანი მთლიანი ციკლისათვის საჭირო ისეთი საწარმო, რომლის გართია 1000კვ.მ.
1000კვ.მ ფართის საწარმოში მოთავსდება მთელი ძირითადი საამქრო სოკოს წარმოებისა და დამატებული გვირაბი კომპოსტის პასტერილიზაციისათვის. ასეთი საამქრო საშუალებას მოგვცემს მოვიწიოთ თვეში 14 ტონამდე ქამა სოკო, მინიმალური მოსავლიანობისას, როცა ერთ კვადრატულ მეტრზე მოდის 20კგ. სოკო.
თუ დამოუკიდებლად ვაწარმოებთ კომპოსტოს, მაშინ ზემოდ მოხსენებული შენობის დამატებით კიდევ საჭიროა 700კვ.მ ფართი საკომპოსტე საამქროსათვის და მის გვერდით ფართი ჩალისა და ქათმის სკორეს შესანახად.
რაც არ უნდა კარგი იყოს შენობა, მასში აუცილებელი იქნება განსაზღვრული რეკონსტრუქციის ჩატარება და საჭირო მოწყობილობის შეტანა იმისათვის რომ საამქრო ვარგისი გახდეს სოკოს მოსაყვანად. თუ რა დანახარჯია ამისათვის, დამოკიდებულია გამოყენებულ ტექნოლოგიაზე და იმაზე თუ რა საშუალება გააჩნია მას, ვინც ამ საქმით არის დაკავებული და ამიტომ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, ამოირჩიეთ სოკოს მოსაყვანი ისეთი ტექნოლოგია, რომელიც თქვენ ოპტიმალურად გამოგადგებათ, იმისათვის, რომ ყველა კვანძი განალაგო თანახმად მოცემული ტექნოლოგიური პროცესისა. მშენებლობის გეგმის შედგენის პარალელურად, აუცილებელია კლიმატური მოწყობილობის ოპტიმალურად შერჩევა. ასევე დასადგენია, თუ სად შეიძენთ მას, ამასტან უკეთესია და უფრო იაფი ჯდება, თუ იყიდით შემადგენელ დეტალებს და საკუთარი ძალებით ააწყობთ.
მეორე ვარიანტის დროს საგრძნობლად ეკონომიურად იხარჯება სახსრები და სოკოები იზრდება არანაკლებ ხარისხიანი, ვიდრე საზღვარგარეთულ მოწყობილობების გამოყენებისას:
მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია შედგენილ იქნეს მომავალი წარმოების ბიზნეს–პროექტი და მასში გათვალისწინებულ იქნეს მომავალი სამუშაოების ყველა დეტალი. ცუდი არ იქნება თვალნათლივ ვნახოთ კომპოსტის მომზადების პროცესი და ქამა სოკოს გამოზრდა რომელიმე წარმოებაში. ყველა ზემოდ მოყვანილი საკითხების შეთანხმების შემდეგ, თქვენ გრჩებათ ის რომ ყველაფერი ეს დანერგოთ ცხოვრებაში. გვინდა დამწყებ სოკოს მომყვან პირებს ვუსურვოთ არ დაუშვან ტიპიური სახის შეცდომები. კონსულტაციები მიიღეთ და იმუშავეთ სპეციალისტებთან ერთად და თქვენი ბიზნესი განვითარდება ძალზე სწრაფად. დაზოგეთ თქვენი ძალები და საშუალებები, ისინი თქვენ შემდგომში გამოგადგებათ. თუ თქვენ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი ამ საქმის დაწყება: გისურვებთ წარმატებას ასეთი უნიკალური და საინტერესო წარმოების დანერგვაში.


ფაზა #1

კომპოსტისათვის წყლის მომზადება

კომპოსტის მომზადებისას გამოიყენება დიდი რაოდენობის წყალი. კომპოსტირების მიმდინარეობის სტადიაში ყოველი ტონა ნამჯა იჟღინთება 3–3.5 კუბომეტრი წყლით. ძალზე ხშირად ნამჯის გასაჟღენთად და კომპოსტზე შემდგომში დასასხმელად გამოიყენება საბრუნავი წყალი. ნამჯის დასასველებელ წყალს უნდა მივაქციოთ სათანადო ყურადღება, რადგან მის ხარისხს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმისათვის, რომ მივიღოთ მაღალმოსავლიანი კომპოსტი.

საკომპოსტე უბნის პროექტირებისას გათვალისწინებულია სპეციალური რეზერვუარი, რომლის მოცულობა დამოკიდებულია საწარმოს სიძლიერეზე. რეზერვუარი შეიძლება იყოს როგორც ღია, ასევე დახურული. რეზერვუარის მოცულობა გაიანგარიშება 4,5–5 კუბომეტრ წყალზე ერთი ტონა ნამჯისათვის.

აუცილებელია გამწმენდი სისტემის მოწყობა, რომელიც უნდა იყოს იქ, სადაც წარმოებს საბრუნავი წყლის ჩასხმა საკომპოსტე მოცულობაში. ჩვეულებრივ ის მზადდება, როგორც სალექარი მოსახსნელი ფილტრებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა გათვალისწინებული იქნეს რეგულარული წმენდის ჩატარება საბრუნავი წყლის გამოყენებით. საჭიროა მივაქციოთ ყურადრება გამოსაყენებელი წყლის ხარისხიანობას.

ჩვეულებრივ ეს სითხე ღია–ყავისფერია, ხელით გასინჯვისას საპნისებურ შთაბეჭდილებას ტოვებს, ამიაკის სუსტი სუნით. მისი ხარისხის შესანარჩუნებლად საჭიროა მუდმივი აერაცია. თუ აერაცია საკმარისი არ არის, შეიძლება წარმოიშვას არასასიამოვნო სუნი, რაც მიგვანიშნებს აერობული მიკროფლორის განვითარებაზე წყალში, რაც ნეგატიურად შეიძლება აისახოს კომპოსტის ხარისხზე. რეზერვუარის დაცლის შემდეგ, მასში ჩაუშვენებ ახალ წყალს და მიიყვანენ აზოტის შემცველობას საჭირო კონცენტრაციამდე. ამისათვის გამოიყენებენ ამონიუმის გვარჯილას.


კომპოტის ახალი პარტიის ჩაყობა

ეს ყველაფერი პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპია კომპოსტირებაში, ამიტომ ამ საქმეს უნდა მოვეკიდოთ მთელი პასუხისმგებლობით. კომპოსტირების პროცესი სრულდება მიკროორგანიზმებით, ამასტან დაკავშირებით აუცილებელია შევქმნათ პირობები მათი ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის. ხარისხიანი ნედლეული და საწყისი კომპონენტების სწორად გათვლილი ნორმები, ესაა წარმატების საწინდარი.

გამოყენებამდე ნედლეული უნდა აიწონოს იმიტომ, რომ #1 ფაზის წარმატებით ჩატარებისათვი საჭიროა თანაბრად განაწილდეს ნაკელის გათვლილი რაოდენობა ერთეულ ნამჯაზე. კარგი შედეგის მისაღებად ამ ოპერაციას ატარებენ ამ საქმისათვის ზუსტად დადგენილი წესით. ამრიგად, იწყებენ ნამჯით, მას ათავისუფლებენ შესაკრავი კანაფისაგან და ათავსებენ ჩაწყობილ ხაზზე, სადაც ის თავდაპირველად გადის ნამჯის დამაქუცმაცებელში. შემდგომში ნამჯა ტენიანდება საბრუნავი წყლით, რომელიც მიეწოდება სარწყავი სისტემიდან. ამ ეტაპზე ნამჯის დასველება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ წყალი უნდა მიეწოდოს საკმარისი რაოდენობით, რათა ნამჯა კარგად დასველდეს. გამოყენებული წყალი სადინარებიდან უკანვე იღვრება რეზერვუარში. ტენიანი ნამჯა გადაიღვრება საჭირო ნორმის ქათმის მშრალ ნაკელში და გამზადებული მასა მიეწოდება მოედანზე ზვინად დასაწყობად. კომპოსტს, ჩაწყობილ კონუსში (ზვინში) ჩატარებული მუშაობის შედეგად, უნდა ჰქონდეს ოპტიმალური სიმკვრივე, ფორმა, ზომები და ტენიანობა. ყველა ეს პარამეტრი ძალზე მნიშვნელოვანია, რათა სწორად წარიმართოს კომპოსტში მიმდინარე პროცესები

კომპოსტის გადარევა

კომპოსტირების პროცესის დროს დიდი როლი ენიჭება კომპოსტში ჯაერის შეღწევას. გარკვეული დროის პერიოდში, კომპოსტის ჩაწყობის შემდეგ, მასში ჰაერის რაოდენობა კლებულობს და აუცილებელია მისი დანაკლისის შევსება. აი, ამაში მდგომარეობს არევა. კომპოსტს გადაყრიან სხვა ადგილას და ამ პროცესის ჩატარების დროს იჟღინთება ჟანგბადით. კომპოსტის გადარევის დროს რეკომენდირებულია ზვინის ზედა ნაწილის ქვევით მოთავსება და პირიქით. იმისათვის, რომ კომპოსტის მტელმა მასამ გაიაროს კომპოსტირების სტადია. ასეთ გადარევას იყენებენ ყოველთვის. შემდეგ კომპოსტს ისევ დადგამენ ზვინის კონუსის ფორმით და საჭიროების შემთხვევაში რწყავენ, მაგრამ პროცედურა უნდა შესრულდეს აკურატულად და „ზომაზე II, განსაკუთრებით პირველი გადარევისას იმიტომ, რომ ნამჯაზე ჯერ კიდევ დარჩენილია ცვილის ფენა და ის არასაკმარისად კარგად შეიწოვს წყალს. ჩვეულებრივ კომპოსტირების პროცესისას საჭიროა 6–ჯერ გადარევა.

მორწყვა პირველ ფაზაში

კომპოსტირების პირველი ფაზის დროს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია წყლის რაოდენობის შემცველობა კომპოსტში, ცდილობენ მაქსიმალურად დაატენიანონ ნამჯა, მაგრამ მასზე სანთლის ფენის არსებობა, საშუალებას იძლევა მხოლოს ნაწილობრივ გავჟღინთოთ ის წყლით. კომპოსტის ზვინად დაწყობის დროს, რამდენიმე ხნის შემდეგ ის იწყებს გახურებას, რასაც თანსდევს არსებული ტენის აორთქლება. კომპოსტირების პირველ დღეებში, ძალზე ადვილად შეიძლება „მოირწყას II კომპოსტი, განსაკუთრებით წყლის ზამთრის პერიოდში და ამის შემდეგ მას შეუძლია ძალიან დიდხანს არ გახურდეს. ეს რომ არ დავუშვათ, საჭიროა ძალზე სწორედ იქნეს დაბალანსებული წყალი და ჰაერი. ამიტომ, ტექნოლოგმა ყოველდღიურად უნდა განსაზღვროს, საჭიროა თუ არა კომპოსტში წყლის შეტანა. თი საჭიროა, მაშინ რამდენი და რანაირად. არის შემთხვევები, როცა ზვინის ზედაპირი მშრალია, მაგრამ მის გვერდიტ გამოედინება წყალი ანუ კომპოსტი „გამოწნეხავს II თავისგან ზედმეტ წყალს. მაგრამ, ამას ყოველთვის არ აქცევენ ყურადღებას და იწყებენ ძალზე უხვად კომპოსტის მორწყვას, რასაც შემგომში სიკეთე არ მოაქვს. ზოგჯერ ხდება პირიქით, ზვინის ზედაპირს რწყავენ კონდენსირებით და თითქოს ის ტენიანია, მაშინ როდესაც ზვინის შიგნით აღინიშნება წყლის ძლიერი უკმარისობა. იმისათვის, რომ სწორად განისაზღვროს მორწყვის პროცესი, საჭიროა ზვინის სხვადასხვა ნაწილები და სხვადასხვა სიღრმეზე შემოწმდეს კომპოსტში წყლის რაოდენობა. მისი განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ ლაბორატორიულად, მაგრამ სპეციალისტები ამას განსაზღვრავენ ვიზუალურად, გაწურვით. იმის მიხედვით თუ რა რაოდენობის წყალი გამოიწურება კომპოსტისაგან, შეიძლება დადგინდეს საჭიროებს თუ არა კომპოსტი დამატებით მორწყვას. კომპოსტის თანაბრად დატენიანება შესაძლებელია მხოლოდ გადარევის საშუალებით და არა სხვა მეთოდის გამოყენებით. ზედაპირული მორწყვა შეიძლება რეკომენდირებული იქნეს, ზვინის ზედაპირის სწრაფად გაშრობის დროს და კომპოსტის გადატვირთვის დროს პასტერიზაციაზე.

თაბაშირის შეტანა

კომპოსტში პირველი ფაზის მიმდინარეობისას, იმისათვის რომ მისი სტრუქტურა გაუმჯობესდეს და ნიადაგის მჟავიანობა დარეგულირდეს, შეაქვთ თაბაშირი. რაოდენობა მერყეობს 30–დან 100კგ. ფარგლებში ერთ ტონა ნამჯაზე და ამასთან დამოკიდებულია მარკაზე და იმაზე, თუ რომელი სტადიის დროს შეაქვთ. თაბაშირის შეტანა შეიძლება სხვადასხვანაირად, მთავარია ის თანაბრად განაწილდეს კომპოსტის მთელ მასაზე. ჩვეულებრივ თაბაშირს მთლიანად ანაწილებემ ზვინის ზედაპირზე და იწყებენ ზვინის მასის გადაბრუნებას. თაბაშირის შეტანისას კომპოსტს რწყავენ.

ტემპერატურის კონტროლი და ფაზა #1 დოკუმენტაციის წარმოება

კომპოსტირების ფაზა #1 ანალიზისათვის საჭიროა ტემპერატურის ყოველდღიური გაზომვა. ყველას ჯობია ზონალური გაზომვა, ე.ი. ზვინის სხვადასხვა სიღრმეზე, ცენტრიდან ზედაპირამდე. მიღებული შედეგები ფიქსირდება კომპოსტის პარტიის პასპორტში. მასში ასევე აუცილებელია გამოვსახოთ გამოყენებული ანალიზი, მისი კომპონენტების შესაბამისობა, სამუშაოს ჩატარების რიცხვი, მორწყვები და ა.შ. ფაზა #1 დამთავრების შემდეგ ატარებენ კომპოსტის საერთო შეფასებას: გარეგანი სახე, სტრუქტურა, სუნი, ერთგვაროვნება, და ასევე პარტიის მთლიანი ქიმიური ანალიზი.



ფაზა #2

კომპოსტირების ფაზა #2

პასტერიზაციის გვირაბი

კომპოსტში ფაზა #1 მიმდინარეობისას არსებობს რამდენიმე სხვადასხვა ტემპერატურული ზონა. ზვინის ზედა ნაწილში ვხვდებით დიდი რაოდენობის სოკოს მავნებლებს და დააავადებებს, რომელთა არსებობას შეუძლია ნეგატიურად იმოქმედოს მოსავლიანობაზე. ამას გარდა, კომპოსტში არის ტავისუფალი ამიაკი, რომელიც დამღუპველად მოქმედებს ქამა სოკოზე. იმისათვის, რომ გავზარდოთ კომპოსტის ხარისხი და გავამზადოთ ის სოკო მიცელიუმის დასათესად, საჭიროა ჩავატაროთ შემდეგი ეტაპი, ეგრეთწოდებული კომპოსტის პასტერიზაცია ფაზა #2.


პასტერიზაციის გვირაბის ტექნიკური პარამეტრები

პასტერიზაცია მიმდინარეობს სპეციალურად მოწყობილ, ამ მიზნისათვის განკუთვნილ ტექნიკურ მოწყობილობაში, ეგრეთწოდებულ პასტერიზაციის გვირაბში.

ფაზა #2–ის წარმატებით ჩატარებისათვის, პასტერიზაციის გვირაბი უნდა პასუხობდეს მისდამი წაყენებულ ყველა მოთხოვნას: ჰქონდეს სათანადო იზოლაცია, ჰაერომომარაგების სისტემა, ტემპერატურის კონტროლის გამართული სისტემა. გვირაბის სიგანე უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტს–3., ხოლო სიმაღლე 3,5–4მ. რაც შეეხება სიგრძეს ის დამოკიდებულია დასამუშავებელი კომპოსტის საჭირო რაოდენობაზე, რომლის გათვლაც არც ისე ძნელია, ვიცით რომ 1მ.2 გვირაბის იატაკზე თავსდება ტონამდე კომპოსტი. ეხლა, დაწვრილებით გვირაბის მუშაობის პრინციპზე. ფაზა #2 წარმატებით ჩატარებისათვის გვირაბი კარგად უნდა იყოს სითბოიზოლირებული. გვირაბის კარები კარგად უნდა უხურებოდეს, არ უნდა გააჩნდეს ხვრელები. გვირაბი აღჭურვილი უნდა იყოს რეცირკულაციის სისტებით, რომელთანაც მიყვანილი იქნება სუფთა ჰაერის ჰაერმიმწოდები. გვირაბის ჭერში საჭიროა მოეწყოს ამოსაყრელი ხვრელი, სახურავით. გვირაბის იატაკი ეწყობა ლითონის ან ფიცრის თამასებისაგან /ლატინი/, რომელთა შორის ღრიჭო უნდა დარჩენილი, რომლის სიგანე თამასის სიგანის 25% უნდა უდრიდეს. გვირაბის ასეთნაირად პერფორირებული იატაკი ისეთნაირად ეწყობა, რომ მისი ზედაპირი უნდა იყოს მიწის ან საამქროს იატაკის დონეზე. იატაკქვეშა საჰაერო სივრცეში საჭიროა მოთავსდეს წყლის ჩამშვები ჩამკეტით. იატაკქვეშა სივრცის ზომები დამოკიდებულია გვირაბის ზომებზე და გაითვლება ინდივიდუალურად გვირაბების შესაბამისად.

მაგალიტად, გვირაბი, რომლის იგრძე 10 მეტრია, საჰაერო სივრცის სიღრმე წყალსაშვებ ადგილას შეადგენს 0,4მ. საწინააღმდეგო მხარეს კი 0,25მ. კომპოსტის ჩატვირთამდე პერფორირებულ იატაკზე დაეწყობა გასაცურებელი ბადე და დასაფარებელი ქსოვილი, რომელზეც საწარმოებს კომპოსტის დაწყება. ვენტილატორის დახმარებით იატაკის ქვედა სივრცეში მიეწოდება ჰაერი, რომელიც გაივლის რა სუბსტრატის ფენაში, გაჟღინთავს მას ჟანგბადით. სუბსტრატის გაცხელება შეიძლება განხორციელდეს მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის შედეგად, ან უკიდურეს შემთხვევაში ორთქლის მეშვეობით, რომელიც მიეწოდება ვენტილაციის სისტემიდან.
კომპოსტის ტემპერატურის დაწევა ხორციელდება ვენტილაციაში სუფთა ჰაერის დამატებით.

გვირაბის დატვირთვა პასტერიზაციისათვის

ამრიგად, ვიწყებთ კომპოსტის დატვირთვას პასტერილიზაციაზე. სამუშაოს დაწყებამდე, საჭიროა განვსაზღვროთ გვირაბში კომპოსტის სიმაღლე, კომპოსტის, რაოდენობასთან დაკავშირებით, ამასთან ის უნდა დარჩეს ერთიანი დატვირთვის მთელ პერიოში, თუ იქნება სხვაობა სიმაღლეში, მაშინ კომპოსტის მთელ მოცულობას ექნება სხვადასხვა გამტარიანობა გამავალი ჰაერისათვის, რაც გამოიწვევს კომპოსტში ტემპერატურის სხვაობას და ფაზა #2 წარმატებით ჩატარებისათვის სირთულეები წარმოჩინდა.

კომპოსტში ტვირთავენ „კრამიტისებური" მეთოდით (რათა ჰაერი, კომპოსტში თანაბრად განაწიდება). ე.ი. აკეთებენ კიბეებს 0,5–დან 1მ. სიმაღლით და 0,5მ. სიგანით. ამასთან ყოველი მომდევნო გადახურავს წინას შესაყართან. ეს ოპერაცია შეიძლება შესხურდეს როგორც მექანიზებურად, ასევე ხელით; მთავარია დავიცვათ ჩატვირთვის პრინციპი. გვირაბის კომპოსტით შევსების შემდეგ. აწარმოებენ ტემპერატურის მზომი ხელსაწყო–სიგნალზატორების დაყენებას. ჩვეულებრივ წარმოებს სამი ასეთი ხელსაწყოს დამონტაჟება ერთმანეთისაგან თანაბრად დაშორებით და ამასტან გვირაბის იატაკიდან 1მ. დაშორებით. ასევე, აუცილებელია ერთი სიგნალიზატორის დაყენება კომპოსტის ზემოდან.

პასტერიზაცია კომპოსტის. ფაზა #2 დოკუმენტაციის შედგენა

ტემპერატურის გათანაბრება. გვირაბში კომპოსტის ჩატვირთვის შემდეგ, ბევრ შემთხვევაში, მას ექნება სხვადასხვა ტემპერატურა, საჭიროა მისი გათანაბრება, ამისათვის გამოიყენება ცირკულირებული ჰაერი. რაც უფრო დიდია ტემპერატურის სხვაობა, მით უფრო მეტი ჰაერი იქნება საჭირო. ამ სტადიის ხანგრძლივობა უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია ტემპერატურის სხვაობაზე, კომპოსტით გვირაბის შევსების შემდეგ და კომპოსტის აქტიურობაზე. დრო გახარჯული ტემპერატურის გათანაბრებაზე, უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები. გათანაბრების შემდეგ საჭიროა გავიდეთ ტემპერატურის კონდიციონარებზე 48–49C. ამისათვის აცხელებენ გვირაბის განსაზღვრულ ტემპერატურამდე, საშუალოდ 45–47C. რაც დამოკიდებულია კომპოსტის აქტიურობაზე და ამასთან აკონტროლებენ კომპოსტის ტემპერატურის აწევით, ტემპერატურის აწევის ნორმალურ სიჩქარედ ითვლება 1–2C. ერთ საათში.

კონდიცირება–I. ამ ეტაპის მიზანს წარმოადგენს თავისუფალი ამიაკის პირველადი ათვისების კომპოსტით. კომპოსტის ტემპერატურა უნდა იმყოფებოდეს ზუსტად კონტროლირებად ინტერვალში 48–49C. კომპოსტის ტემპერატურის კონტროლი მოსახერხებელია ვაწარმოოთ ქვეშსაგების მიხედვით კომპოსტის აქტიურობასთან ერთად დაკავშირებით იქნება რაღაცნაირი სხვაობა კომპოსტისა და ქვესაგების ტემპერატურებს შორის. ქვეშსაგების ტემპერატურა იქნება რამდენიმე დაბალი კომპოსტოს ტემპერატურასთან შედარებით, ჩვეულებრივ 2–30C. ეს სხვაობა დარჩება პრაქტიკულად ერთნაირი ფაზა #2 მიმდინარეობის მთელ პერიოდში. ჰაერის რეცირკულაციის მუშაობის პერიოდში ქვეშსაგების ტემპერატურის ნებისმიერ ცვლილებას, გარკვეული პერიოდის შემდეგ რეაგირებას აკეთებს კომპოსტი (რომელთაც გააჩნია დიდი ინერტულობა), ეს უნდა გავითვალისწინოთ პროცესის მართვის პერიოდში. ტემპერატურის გათანაბრება და კონდიცირება საჭიროა ჩავატაროთ 24 საათის შემდეგ, რომლის შემდეგ კომპოსტის გაცხელებას იწყებენ პასტერილიზაციის ტემპერატურამდე.

კომპოსტის გაცხელება პასტერიზაციის ტემპერატურამდე

კომპოსტის გაცხელება შეიძლება ორი საშუალებით. ჰაერის მიწოდების შეწყვეტით (გავაჩეროთ ვენტილიატორი) და თვალი ვადევნოთ კომპოსტის ტემპერატურის ზრდის დინამიკას. თუ კომპოსტი ხურდება ძალიან ნელა, 10C. ნაკლებად საათში (ეს გამოჩნდება ვენტილიატორის გაჩერებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში). ან იწყებს ზრდას ტემპერატურათა სხვაობა კომპოსტის სიგნალიზატორებს შორის 20C. მეტად, მაშინ რეკომენდებულია რეცირკულატორის ჩართვა, და ორთქლის მეშვეობით ძირსაფარის ტემპერატურის აწევა 56C–მდე.

პასტერიზაცია. ამ ეტაპის მიზანია კომპოსტის განთავისუფლება მავნებლებისა და დაავადებებისაგან. პასტერიზაციის პროცესი იწყება, როცა მინიმალური ტემპერატურა კომპოსტში უტოლდება 56C. მაგრამ რომ არ დავუშვათ ტემპერატურის „ვარდნა" პასტერიზაციის პროცესში და გარანტირებული იყოს კომპოსტში არასასურველი მიკროორგანიზმების მოსპობა, ტემპერატურას აწევენ 58–59C. და უზრუნველყოფენ ამ დონეზე მის გაჩერებას 8–10 საათის განმავლობაში.

ასევე რეკომენდირებულია, რომ პასტერიზაციის დროს ტემპერატურა ქვეშსადებში იყოს 56C. ამ დროს გამოიყენება ვენტილაცია (სუფთა ჰაერის მიწოდება) თუ ეს საჭირო იქნება. პასტერიზაციის დამთავრების შემდეგ იწყებენ კომპოსტის გაგრილებას კონდინციონირების ტემპერატურამდე.

გაგრილება კონდიციონირების ტემპერატურამდე

იმისათვის, რომ კომპოსტი „გამოვიყვანოთ" პასტერილიზაციის ტემპერატურიდან, საჭიროა სუფთა ჰაერის განსაზღვრული მოცულობა. მისი რაოდენობა დამოკიდებულია კომპოსტში ტემპერატურის დაცემაზე, როგორც გაცხელების დროს ის უნდა უდრიდეს 1–2C. საათში, თუ ტემპერატურის დაწევა იქნება მეტი, მაშინ რეკომენდირებულია შევამციროთ სუფთა ჰაერის მიწოდება. გაცივების დამთავრების შემდეგ, მაქსიმალური ტემპერატურა კომპოსტში უნდა იყოს არაუმეტეს 49C.

კონდიცირება–II. მოცემული ეტაპი მიმდინარეობს 47–49C. ტემპერატურის პირობებში და გრძელდება ამიაკის დონის დაწევამდე 5rpm ვენტილაციის გამოყენება სწარმოებს საჭიროების შემთხვევაში. როცა ამიაკის შემცველობა დაიწევს საჭირო დონემდე, რაც ჩვეულებრივ გრძელდება 48–დან 72 საათამდე, კომპოსტის გაცივება ხდება დათესვის ტემპერატურამდე.

კომპოსტის გაცივება დათესვის ტემპერატურამდე

კომპოსტის გასაცივებლად საჭიროა გავზადროთ სუფთა ჰაერის მიწოდება.
ტემპერატურას დაბლა სწევენ თანაბარი სიჩქარით 1,5–5C. და 10–12 საათის განმავლობაში დაყავით 24–25C. გაცივების შემდეგ კომპოსტი უკვე მზადაა მიცელიუმის დასათესად.


ფაზა #2 დოკუმენტაციის შედგენა

ფაზა #2 ჩატარების დროს კომპოსტის ყოველ პარტიაზე შესდგება ცალკეული პასპორტი, რომელშიც ფიქსირდება:
1. ჩატვირთვის რიცხვი
2. ჩატვირთული კომპოსტის საწყინი მონაცემები.
3. გვირაბში ჩატვირთული კომპოსტის სიმაღლე.
4. ყველა სიგნალიზაციის დანადგარში ტემპერატურული მონაცემები ნახევარი საათის ინტერვალით.
5. ამომგდებ სარქველში ჩამკეტის მდგომარეობა.
6. ორთქლის გამოყენება.

ყველა მოცემული რეკომენდაცია კომპოსტირების მეორე ფაზის დროს გამოიყენება სტანდარტულ გვირაბში პასტერიზაციის დროს.


ფაზა #3

ფაზა #3. მიცელიუმის დათესვა და გაბარდვა

მიცელიუმის დათესვა კომპოსტში

პასტერიზაციის ჩატარების შემდეგ, როცა კომპოსტის ტემპერატურას დავწევთ 25C. ის უნდა რაც შეიძლება სწრაფად დაითესოს ქამა სოკოს მიცელიუმით. ერთი დღით ადრე, სანამ მიცელიუმი დაითესება, ის უნდა გამოვიღოთ მაცივრიდან და მოვათავსოთ თბილ შენობაში, იმისათვის რომ დავაჩქაროთ მისი ზრდა. დათესვის რეკომენდირებული ნორმაა 10ლ. (6კგ.) მიცელუიმი ერთ ტონა კომპოსტზე. გულდასმით დაათვალიერეთ მიცელიუმის ყველა პაკეტი, რომ არ იყოს დაობებული. თუ საეჭვო პაკეტებს აღმოაჩენთ, აცნობეთ აღნიშნულზე ტექნოლოგს. დათესვის დროს უნდა ზუსტად დავიცვათ სანიტარული რეჟიმი აღნიშნული ოპერაციის ჩატარებისათვის: შენობა და მოწყობილობა უნდა გულდასმით გაირეცხოს და დამუშავდესმ მომსახურე პერსონალმა უნდა გამოიყენოს სუფთა სპეცტანსაცმელი, ინვენტარი და ა.შ. კომპოსტის გადმოსატვირთად გვირაბიდან გამოიყენებენ როგორც სპეციალურ მოწყობილობას, ასევე ხელით შრომას. გადმოსატვირთი მანქანის გამოყენებისას, მიცელიუმის საჭირო ნორმა შეიძლება თანაბრად გავანაწილოთ გვირაბში მოთავსებული კომპოსტის ზედაპირზე და მაშინ მიცელიუმის გადმოტვირთვისას შეირევა კომპოსტში. შეიძლება ვაწარმოოთ დათესვა, კომპოსტის გატარებისას ტრანსპორტირებაზე და იმავდროულად შევიტანოთ საჭირო რაოდენობის მიცელიუმი. ანდა შეიძლება სპეციალური ზომის ჭურჭელში ვაწარმოოთ კომპოსტის შერევა მიცელიუმში. მთავარია გვახსოვდეს, რომ მოცემული ოპერაციის მიზანია თანაბარი განაწილება საჭირო რაოდენობის მიცელიუმისა კომპოსტის ერთეულზე. შემდეგ დათესილი კომპოსტს ათავსებენ ტომრებში კონტეინერის ან თაროების, ამასთან დაცული უნდა იყოს ჩაწყობის სიმკვრივე (100–110კგ/მ2 როცა ფენის სისქე 20სმ.) კომპოსტის ზედაპირი საჭიროა გაკეთდეს მაქსიმალურად სწორი, იმიტომ რომ შესაძლებელი იყოს სწორად მოეწყოს საფარის ფენა. შემდეგი კვირა კომპოსტი დათესილი მიცელიუმით თავსდება უშუალოდ გამოსაზრდელ კამერაში.

გამოსაზრდელი კამერა


შენობა, სადაც სოკოს მოყვანა წარმოებს უნდა ზუსტად შეესაბამებოდეს მისადმი წაყენებულ პირობებს. არსებობს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი, რაც უნდა გააჩნდეს გამოსაზრდელ კამერას. ყველაფერი ეს გავლენას ახდენს ქამა სოკოს გამოზრდის პროცესს.

1. ვენტილაციის სისტემა, რომელსაც ძალუძს შექმნას საჭირო კლიმატური პირობები;
2. ჰერმეტულობა–კამერის იატაკი, კედლები და ჭერი უნდა იყოს ჰაერგაუმტარი.
3. თუ გათვალისწინებულია კომპოსტის ორთქლში გატარება ციკლის დამთავრებისასს, მაშინ კამერა უნდა იყოს საკმარისად სითბოიზოლირებული, იმისათვის, რომ ხარისხიანად და სწრაფად ჩატარდეს სოკოების მოკრეფა.
4. თაროების მართებულად განლაგება, იმისათვის რომ ხარისხიანად და სწრაფად ჩატარდეს სოკოების მოკრეფა.
5. საკმარისი განათება სოკოების მოსაკრეფად და სანიტარულ–პროფილაქტიკური სამუშაოების ჩასატარებლად.

ვენტილაციის სისტემა. ვენტილაციის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ჰაერის საჭირო რაოდენობით განაწილება. სტანდარტული გათვლებით, 1მ კვადრატი გასაზრდელი კამერისათვის ფართობზე საჭიროა 20მ. კუბი ჰაერი საათში. ე.ი. კამერისათვის რომლის სათესი ფართობი 100მ კვადრატი შეადგენს უნდა მოეწყოს ბევრადუფრო დიდი მწარმოებლობის ვენტილატორი, შესაძლებლობის ფარგლებში უნდა ვიზრუნოთ, იმისათვის რომ კრიტიკულ სიტუაციაში საშუალება გვქონდეს გავზარდოთ ჰაერის მიღების მოცულობა. ამას გარდა, მნიშვნელოვანია სწორად იქნეს განაწილებული ეს ჰაერი კამერაში. შემოსული ჰაერი არ უნდა მოხვდეს უშუალოდ ქამა სოკოს სხეულებს, რათა არ გამოაშროს ისინი; ჰაერის ნაკადმა უნდა გაიაროს სოკოების ზემოდან. ჰაერგამტარები თავსდება გასასვლელების ცენტრში, კომპოსტის თაროებს შორის. ოდენობა, ჰაერგამტარების რაოდენობა და ზომები, მისი ხვრელებისა ასევე ჰაერის მოძრაობის მიმართულება, ყველაფერი ეს დამოკიდებულია გამზრდელი კამერის აგებულებაზე და ზომებზე.

ჰაერის ჰერმეტულობა. დაავადების წარმოშობის აღსაკვეთად გამოსაზრდელი კამერა უნდა იყოს ჰერმეტული; დაუშვებელია არსებობა, რომლიდანაც შესაძლებელია დაავადებების აღმძვრელი სპორების შემოსვლა. ეს არ უნდა დავუშვათ როგორც კამერაში, ასევე ვენტილაციის სისტემაში. თუ პრაქტიკაში, სოკოს მწარმოებლები, კამერებს ამზადებენ შედარებით ჰერმეტულად, სამაგიეროდ ვენტილაციის სისტემებს რატომთაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.

აქედან გამომდინარე ვღებულობთ შემდეგ სრათს: თუ კამერა ჰერმეტულობით აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს, ხოლო შემოსული სუფთა ჰაერი და ცირკულირებული ჰაერი წაიტაცებს ჰაერის ნაწილებს, რომელშიც შეიძლება იყოს დაავადებების გამომწვევი სპორები–გამომდინარე შენობებიდან, საიდანაც მოდის ჰაერგამტარი, იქმნება დაავადების რისკი. ამიტომაც ჰერმეტულობა საჭიროა დავიცვათ არა მარტო კამერის, არამედ ყველა გამოსაყენებელ სისტემაში.


კამერის სითბოიზოლაცია. თუ გამოსაზრდელი ციკლის ბოლოს დაგეგმილია გადმოყრის წინ კომპოსტის ორთქლით დამუშავება, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კამერის კედლებმა უნდა გაუძლონ 700C.–ზე უფრო მაღალ ტემპერატურას 12 საათის განმავლობაში და ამასტან არ უნდა გახურდნენ მეზობელი კამერები.

განათება. გამანათებელი ხელსაწყოები ისე უნდა იყოს განათებული, რომ კარგად გაანათონ სოკოებით დაკავებული ყველა თარო, იმისათვის რომ მოხერხებულად ჩატარდეს მოსავლის აღება და დაგეგმილი სანიტარული სამუშაოები.


კომპოსტში მიცელიუმის ჩაზრდა

ეს პროცესი მიმდინარეობს 12–16 დღის განმავლობაში. ჩაზრდის დროს, კომპოსტის ტემპერატურას აჩერებენ 24–26C. ფარგლებში. ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს ისეთი, რომ კომპოსტის ტემპერატურა შევინარჩუნოთ აღნიშნულ ზღვრებში. ნახშირორჟანგა გაზის დონე ჰაერში ამ პერიოდში – მაქსიმალურად მაღალია, 300ppm მეტი. ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 95_100%. ტომრებში გამოზრდის დროს, ყურადღება ექცევა ტომრის ზედა ნაწილში კონდესირების წარმოქმნას. თუ აღინიშნება დიდი რაოდენობით წყლის წარმოქმნა, მაშინ უნდა გავხსნათ ტომრები, რომ ზედმეტი ტენი აორთქლდეს და კომპოსტის ზედა ნაწილი არ დასველდეს. თუ გამოზრდა კონტირებში ან თაროებზე მიმდინარეობს, ამის გარდა, მნიშვნელოვანია სწორად იქნეს განაწილებული ეს ჰაერი კამერაში. შემოსული ჰაერი არ უნდა მოხვდეს უშუალოდ ქამა სოკოს სხეულებს, რატა არ გამოაშროს ისინი: ჰაერის ნაკადმა უნდა გაიაროს სოკოების ზემოდან. ჰაერგამტარები თავსდება გასასვლელების ცენტრში, კომპოსტის თაროებს შორის. ჰაერგამტარების რაოდენობა და ზომები, მისი ხვრელების ოდენობა, ასევე ჰაერის მოძრაობის მიმართულება, ყველაფერი ეს დამოკიდებულია გამზრდელი კამერის აგებულებაზე და ზომებზე.

ნედლეულის გამოყენება

იმისათვის რომ მივიღოთ მარალი და სტაბილური სოკოს მოსავალი, საჭიროა საუკეთესო ხარისხის კომპოსტი. იმის მიუხედავად, რომ თუ თქვენ ყველა სამუშაოს უნაკლოდ ასრულებთ, მაგრამ იყენებთ კომპოსტის მოსამზადებლად „ნებისმიერ" ნედლეულს, რაიმე გარკვეულ წარმატებაზე ოცნება უსაფუძვლოა. ქამა სოკოს მოყვანის პროცესში გამოიყენეთ მხოლოდ რამდენიმე სახის საკვანძო შესაძლებლობის სახის მასალა და ყოველი მათგანის გამოყენების წინ, თქვენ უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება მათ ხარისხს. ქვემოთ მოცემულია ძირითადი გამოსაყენებელი ნედლეულის ჩამონათვალი ერთი ტონა კომპოსტისათვის ფაზა #2–თვის. (მზა კომპოსტი ქამა სოკოს მიცელიუმის დასათესად). მოთხოვნილება ნედლეულზე.

ნამჯა 420–450კგ
ქათმის სკორე 300–350კგ.
თაბაშირი 20–30კგ.
საბრუნავი წყალი 1000–1500ლ.
შარდოვანა 3–5კგ.
მიცელიუმი 6კგ.–(10ლ)
ტორფი 150–200კგ.


კომპოსტის მომზადება საფარი ნიადაგის მოსაყრელად

გაბარდული კომპოსტის მომზადება საფარი ნიადაგის მოსაყრელად საჭიროებს შემდეგი ღონისძიებების ჩატარებას:

–კომპოსტის დათვალიერება და გამოწუნება დაავადებული და გაბარდული კომპოსტისა;
–დანამატების გამოყენებისას–დანამატების შეტანა და გადანერგვა კომპოსტში;
–კომპოსტის ზედაპირის მოსწორება შემდგომში მიცელიუმის მოსალოდნელი აღდგენისათვის /საჭიროების შემთხვევაში/.

კომპოსტის სინოტივის ძალზე დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში დასაშვებია გაბარდული კომპოსტის მორწყვა სინოტივის ნორმალურ ზღვრამდე მისაყვანად. თუ კომპოსტის ზედაპირი სველია, მაშინ რეკომენდირებულია მისი გამოშრობა საფარი ფერნის მოყრამდე. გაბარდულ კომპოსტთან მუშაობისას მნიშვნელოვანია შემდეგი წესის დაცვა: აქტიურუ მუშაობა გაბადრულ კომპოსტზე (დანამატების შეტანა, მორწყვა, გაფხვიერება). კარგი კომპოსტი კარგ შედეგს იძლევა, ცუდი–პირიქით. ტექნოლოგიის ამოცანაა განსაზღვროს კომპოსტის ხარისხი და მიიღოს გადაწყვეტილება–იმუშაოს ასეთ კომპოსტზე პროგრამის მთელი მოცულობით, თუ ყველა საქმიანობა მინიმუმამდე დაიყვანოს.

საფარი ნიადაგის მომზადება

მას შემდეგ, რაც კომპოსტზე მიცელიუმის კოლონია მთლიანად განვითარდება კომპოსტზე, საჭირო გახდა საფარი ნიადაგის მოყრა. ეს ის ფენაა, რომელშიც წარმოიშობა და განვითარდება ქამა სოკოს ნაყოფსხეულები; საფარი ნიადაგის მომზადებისა და მოყრის პროცესში საჭიროა განსაკუთრებული ყურადრება დაეთმოს სანიტარულ მდგომარეობას. იმისათვის, რომ საფარ ფენაში არ მოხვდნენ დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმები, საფარ ნიადაგს შემდეგი პირობები მოეთხოვება: მას უნდა გააჩნდეს საჭირო სინოტივე, მჟავიანობა და სტრუქტურა, რომელსაც შეეძლება მიცელიუმის განვითარებისათვის საჭირო მიკროკლიმატის შექმნა. საფარ ნაზავს ამზადებენ სხვადასხვა სახეობის ტორფისაგან კირქვის დამატებით, ჩვეულებრივ იყენებენ ტორფის ქვედა და ზედა ნაწილს, რომლებიც შერეულია სხვადასხვა პროპორციით. ეს ნარევები ყოველი საწარმოსათვის ინდივიდუალურია. თუ დანამატად კირქვის შეტანისას გამოიყენება ჩამქრალი კირი, მაშინ მისი რაოდენობა შეიძლება იყოს ტორფის მოცულობის 10–დან 15%-მდე. შესატან ზუსტ ნორმას განსაზღვრავს ლაბორატორია, როდესაც მოხდება კომპონენტების შერევა და ნაზავის დაყვანა საჭირო ტენიანობამდე. საფარი ნაზავის მჟავიანობა–დაფარვამდე უნდა შეადგენდეს 7,2–7,5 საფარი ნიადაგის მომზადებისას ჯერ გადაურევენ საჭირო მასალებს მშრალ მდგომარეობაში, იმისათვის, რომ ერთგვაროვანი კონსისტენციის ნაზავი იქნეს მიღებული, ხოლო შემდგომ თანდათანობით უმატებენ წყალს, იმისათვის, რომ ნაზავი მიიყვანონ ფხვიერ სტრუქტურამდე.

საფარი ნიადაგის მოყრა

საფარი ფენის მოყრის მომენტში განისაზღვრება საკმარის ხარისხამდე მიცელიუმის შეზრდა კომპოსტში: ჩვეულებრივ ეს ხდება მიცელიუმის დათესვიდან 14–16 დღის შემდეგ. კომპოსტის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის დროს მასზე მოაფენენ საფარ ნაზავს. კომპოსტის 1კვ. მეტრ ფართობზე მოაფენენ 28–35კგ. საფარ ნაზავს ტიპზე. საფარი ფენის კუთრი წონა დამოკიდებულია საფარი მასალის ტენიანობასა და ხარისხზე. ფენის სისქე 5სმ. არის ოპტიმალური. ასეთი ფენა ითავსებს საკმარისი რაოდენობის წყალს და ჰქმნის სასურველ კლიმატს სოკოს წამოზრდისათვის. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საფარი ნაზავის ფენა იყოს ყველგან ერთნაირი, როგორც სიმაღლეში, ასევე სიმკვრივეში. საფარი ფენის მოყრის შემდეგ მას ათანაბრებენ და ოდნავ მოტკეპნიან. ნაზავის გათანასწორება უზრუნველყოფს საფარი ფენის ერთნაირ სისქეს კომპოსტის ყველა უბანზე. ფენის გატანასწორება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მიცელიუმი თანაბრად გაიზარდოს და ასევე კარგად დატენიანდეს საფარი ნიადაგი. ასეთი ღონისძიებები იცავენ საფარ ფენას კომპოსტამდე წყლის გატარებისაგან მორწყვის დროს და ასევე წყლის აპკის წარმოქმნას ნიადაგსა და კომპოსტს შორის. ასევე აღკვეთავენ სოკოების ადრეულ ფორმირებას. საფარი ფენის გათანასწორებისას ხელით არ შეიძლება მისი ძლიერ დატკეპნა და კოშტოვანი სტრუქტურის მოშლა. მსუბუქი მოტკეპნა საფარი ფენის ზედაპირისა, მისი გათანაბრებისას სტიმულს აძლევს მიცელიუმის ზრდას. უნდა გვახსოვდეს, რომ თხელი საფარი და მისი დაბალი ტენის შემცველობა აუარესებს სოკოების ხარისხს. ნაზავის დაბალი ტენის შემცველობისას საფარი ფენა საჭიროებს ხშირად მორწყვას. ეს კი აკავებს ტალღის წარმოქმნას და ასევე აუარესებს სოკოების სახეობის ხარისხს: ვიზუალურად და ფერით. სოკოს ხშირმა მორწყვებმა ასევე შეიძლება დასაბამი მისცეს დაავადება ბაქტერიოზის წარმოქმნას.

მიცელიუმის აღმოცენება საფარ ფენაში

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ძირითადი კლიმატური პარამეტრების კონტროლი: კომპოსტის ტემპერატურა, ნახშირორჟანგა გაზის შემცველობა, ჰაერის ფარდობითი ტენიანობა. აღმოცენების პერიოდში კომპოსტის ტემპერატურა უნდა იყოს 24–26C. ფარგლებში. ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს ისეთი, რომ შევინარჩუნოთ კომპოსტის სითბო მოცემულ ნორმებში. ნახშირორჟანგა გაზის დონე ამ პერიოდში უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი 30003000ppm. ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 98_100%. საშუალოდ მიცელიუმი წამოიზრდება საფარი ფენის ზევით 10–12 დღეში. ამ სტადიის კონტროლი ძალზე მნიშვნელოვანია შემდგომი მუშაობის წარმოებისათვის. მიცელიუმის წამოზრდის ხარისხი საფარ ფენაში გავლენას იქონიებს ნაყოფსხეულების რაოდენობასა და ხარისხზე. თუ მიცელიუმი საფარში ძალზე ინტენსიურად წარმოიზრდება და თანაც დიდი რაოდენობით, მაშინ თქვენ გაქვთ საშუალება მიიღოთ ბევრი წვრილი სოკო და პირიქით, საშუალო რაოდენობას მიიღებტ გაცივების წინ. წარმოზრდილი მიცელიუმისას ასეთი რეგულირება საშუალებას იძლევა მივიღოთ სხვადასხვა ადგილას წარმოქმნილი ტალღა საშუალო და მსხვილი ზომის სოკოებისა. ამ ფაქტორზე გავლებას ახდენს აგრეთვე გაცივების შერჩეული რეჟიმი. მაგრამ ამაზე შემდგომში გვექნება საუბარი. რეგულირება მიცელიუმის წამოზრდისა საფარ ფენაში შეიძლება ვაწარმოოთ საჭირო მორწყვის საშუალებით. იმისათვის რომ არ მივცეთ საშუალება მიცელიუმს დაეუფლოს საფარი ფენის დიდ ნაწილს. მორწყვის ვადები და ნორმები საჭიროა განისაზღვროს მიცელიუმის მდგომარეობის მიხედვით, კომპოსტისა და ტენის შემცველობის კვალობაზე საფარი მასალისა. საფარი ფენის მორწყვა აუცილებელი ელემენტია (ამასთან რასაკვირველია ყველა საჭირო კლიმატური პირობების დაცვით) შემაჩერებელი და დამაჩქარებელი მიცელიუმის წარმოზრდისა მორწყვების ჩატარების დროს ძალზე ყურადრებით უნდა დაკვირვება მიცელიუმისა და კომპოსტის მდგომარეობაზე.


კლიმატური პირობები ნაყოფსხეულების ზრდისათვის

სოკოების აქტიური ზრდა იწყება მას შემდეგ, რაც წარმოიქმნება ნაყოფსხეულები. არსებობს 4 ძირითადი პარამეტრი, რომლებიც გავლენას ახდენენ ზრდის სიჩქარესა და სოკოების ხარისხზე. ეს ჰაერის ტემპერატურაა, მისი შეფერილობითი ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე და ნახშირორჟანგა გაზის შემცველობა. კლიმატური პირობების დაცვისას საჭიროა გავითვალისწიონოთ ყველა ეს მაჩვენებელი, რადგანაც სწორედ ოპტიმალური შეფარდება ამ პარამეტრებისა იძლევა დადებით შედეგს. სოკოების ზრდისათვის შესაფერის კლიმატს, სხვადასხვა საწარმოებში გააჩნიათ თავისი დამახასიათებელი ნიშნები. ეს დამოკიდებულია გამოსაყენებელ მოწყობილობაზე. გამოსაზრდელ კამერაზე და ა.შ. ამიტომ საკუთარ მეურნეობაში სოკოების გამოსაზრდელად უნდა შევარჩიოთ კლიმატის „ოქროს შუალედი". მნიშვნელოვანია, რომ სოკოების ზედაპირიდან აორთქლება მიმდინარეობდეს, თუმცა ისინი ამ დროს არ უნდა გამოშრეს. ყველაზე ზუსტ ხელსაწყოს, თუ რამდენად ოპტიმალურია ჩამოყალიბებული კლიმატი, წარმოადგენენ თვითონ სოკოები და ამიტომ უნდა განვსაზღვროთ კლიმატის წარმართვა სწორედ სოკოებზე ორიენტირებით. კვალის ზედაპირიდან აორთქლების აუცილებელი სიდიდე პირდაპირპროპორციულია სოკოების რაოდენობისა, ამიტომ კლიმატური პირობებიც უნდა იცლებოდეს მათი ზრდის კვალობაზე. ჰაერის მოძრაობის სხვადასხვა სიჩქარე, ტემპერატურისა და სინოტივის ერთნაირი მნიშვნელობის დროს, ეს სხვადასხვანაირი კლიმატური პირობებია. ნებისმიერი პარამეტრის ცვლილებამ, სხვა მაჩვენებლების შენარჩუნების შემთხვევაშიც კი შეიძლება ძალიან ძლიერი გავლენა იქონიოს სოკოებზე. მათი ზრდის სხვადასხვა სტადიაზე ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელობა შეიძლება იყოს 16C. 190C., ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა კი 75%-დან 95%, ნახშირორჟანგა გაზის შემცველობა უნდა იყოს არანაკლებ 1000ppm(0,1%). თუ თქვენ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, მაშინ მიიღებთ სურათს, რომელიც ჰგავს მას, რასაც თქვენ ქვევით ხედავთ:

მორწყვა

გამოზრდის მტელი პროცესის მიმდინარეობისას კომპოსტის ზედაპირიდან, ხოლო შემდგომ პერიოდში საფარი ფენიდან მიმდინარეობს წყლის აორთქლება. კომპოსტის არასაკმარისი ტენიანობის დროს და საფარი ნიადაგიდან აორთქლების პირობებში შეუძლებელია მივიღოთ სოკოს მაღალი და ხარისხიანი მოსავალი. სოკოების ნაყოფსხეულები 92% წყალს შეიცავს. ამიტომ საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ წყალი იხარჯება არა მარტო სოკოების მიერ ის იხარჯება აგრეთვე საფარი ფენიდან აორთქლების საკოპენსაციოდ. ნაყოფსხეულების ჩანასახებზე, მწიფე სოკოებზე. პირველ მორწყვას აწარმოებენ მაშინ, როცა ნაყოფსხეულების ანასახები მიაღწევენ მუხუდოს სიმსხოს. იწყებენ მცირე მორწყვებით (0,25–0,5ლ/მ2) და თანდათანობით ზრდიან 1–2ლ/მ2; არსებობს წესი, რომ 1კგ. გათვალისწინებულ სოკოზე საჭიროა შევიტანოთ 1ლ. წყალი, შეტანილი წყლის მოცულობა ასევე დამოკიდებულია კომპოსტის ტენიანობასა და საფარი ფენის ტენის შემცველობაზე. პერიოდულად საჭიროა ვაკონტროლოთ კომპოსტისა და საფარი ფენის ტენიანობა, კონტეინერებში გამოზრდისას ტექნოლოგს შეუძლია ამოიღოს კომპოსტი საფარი ფენის ქვეშეთიდან და შეეცადოს გამოწუროს წყალი. წყალი უნდა გამოიწუროს წვრილი წვეთებით. თუ ბევრი წყალი გამოიწურება მორწყვა უნდა შევწყვიტოთ ან მოვრწყოთ მცირე დოზებით, შემთხვევაში, თუ საფარი გამოშრა ტომრებში გამოზრდისას ზედმეტ წყალს ვაკონტროლებთ ვიზუალურად. ის უბრალოდ არ შეიწოვება კომპოსტის მიერ, არამედ დაგროვდება ტომრის ქვედა ნაწილში. წყლის მოცულობა, რომელიც შეიძლება შეიწოვოს საფარმა ფენამ, შეიძლება დავინახოთ მისი მდგომარეობის მიხედვით. მორწყვის შემდეგ საფარმა ფენამ უნდა შეინარჩუნოს თავისი სტრუქტურა. წყალი უნდა შევიტანოთ აკურატულად, რათა ტრფობის ნაწილაკები არ მოხვდეს სოკოების ზედაპირზე. მორწყვის შემდეგ საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად გამოვაშროთ სოკოების ზედაპირები. ამ ოპერაციაზე იხარჯება არა უმეტეს 3 საათისა. ძირითადად მოსავლის აღებამდე ერთი დღით არდე მორწყვა უნდა შევწყვიტოთ. ამასთან დაკავშირებით სოკოების ძირითადი მასა ინარჩუნებს კარგ ხარისხს.


საფარი ფენის მორწყვა

საფარი ფენის ზედაპირიდან განუწყვეტლივ წარმოებს წყლის აორთქლება, და გარკვეული დროის შემდგომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს მის უკმარისობას; ამიტომ პერიოდულად აუცილებელია ჩავატაროთ მორწყვა, მორწყვას იწყებენ მას შემდეგ რაც მიცელიუმი „მოედება" საფარი ფენის ზედაპირს (წამოზრდა იქნება დაახლოებით 0,2–0,5სმ. ფარგლებში) შეტანილი წყლის მოცულობა განისაზღვრება მიცელიუმის ზრდის ხასიათით და ნაზავის ტენის შემცველობით. თუ რწყვას დავიწყებთ მოგვიანებით, ამან შეიძლება გამოიწვიოს მიცელიუმის ძლიერი ზრდა. ასევე ძალზე ადრეულმა მორწყვამ შეიძლება მიცელიუმის ზრდის შეფერხება. ნაზავის დაბალი ტენის შემცველობისას აწარმოებენ ხშირ რწყვას, სწორად შერჩეული მორწყვისას, მიცელიუმი კომპოსტის ზედაპირზე საფარი ფენისქვეშ ინარჩუნებს რუხ–მოთეთრო ფერს და არ შეინიშნება წყალი მოსაზღვრე ფენებში კომპოსტისა და საფარ ფენას შორის. თ ეს ასე არ არის, მორწყვები უნდა შევაჩეროთ. მორწყვებით ჩვენ საშუალება გვეძლევა ვარეგულიროთ მიცელიუმის ზრდის პროცესი. უნდა მივაღწიოთ, რომ მიცელიუმი ვითარდებოდეს ცალკეული, საკმარისად სქელი ფორმით. ასეთ შემთხვევაში საკვები ნივთიერებები მიეწოდება ნაყოფსხეულებს საკმარისი რაოდენობით.

საფარი ფენის გაფხვიერება

იმ შემთხვევაში, როდესაც მიცელიუმი საფარ ფენაში იზრდება არათანაბრად. ასევე საფარ ფენაზე მორწყვითი სერიების შემდეგ ნიადაგის სტრუქტურა ირღვევა, ქამას ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის საჭიროა მისი აღდგენა. ზოგ შემთხვევაში, სიტუაციის გამოსასწორებლად შეიძლება ჩატარდეს საფარი ფენის გაფხვიერება. როცა 2/3 ფართობზე წამოიზრდება მიცელიუმი, გაფხვიერებას აქარმოებენ კბილებიანი ფოცხით საფარი ფენის მთელ სიღრმეზე მცირე რაოდენობით კომპოსტის შეტანით ან მის გარეშე. საჭიროა თანაბრად განაწილდეს მიცელიუმი საფარი ფენის მთელ სისქეზე და აღსდგეს საფარი ნიადაგის თავდაპირველი სტრუქტურა. ოპერაციის დამთავრებისას საფარ ფენას ოდნავ დატკეპნიან სატკეპნელათი იმისათვის, რომ მიიღოს საჭირო სიმკვრივე, ასევე თუ საჭიროება მოითხოვს აწარმოებენ მორწყვას.

ფრაზა „გაჩერდი"

როგორც კი მიცელიუმის კოლონია საკმარისი ოდენობით მიეფინება საფარ ფენას, დაახლოებით ზედაპირის 70-80%, იწყებენ კლიმატური პირობების შეცვლას; იმისათვის რომ შეაჩერონ მიცელიუმის ვეგეტატიური ზრდა და გადავიდნენ ნაყოფსხეულების სტადიაზე, სოკოს მწარმოებლის სურვილის მიხედვით სხვადასხვა მეთოდით გაცივების გზით შეიძლება გავლენა ვიქონიოთ სოკოს ჩამოყალიბების პროცესზე, თუ სურთ მიიღონ მსხვილი, ცალკე მოზრდილი სოკოები და ხანგრძლივი დროის მანძილზე მიმდინარე ტალღა, მაშინ გაციება უნდა დავიწყოთ, როცა მიცელიუმის კოლონები მიაღწევენ საფარი ნების ზედაპირის 60-70% და ნელ–ნელა კლიმატური პარამეტრი უნდა შეიცვალოს. მიცელიუმი მაშინვე ვერ იგრძნობს კლიმატური პირობების ცვლილებას და სოკოები წამოიზრდებიან თანდათანობით. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა მივიღოთ ბევრი წვრილი სოკო, საჭიროა დაველოდოთ სტადიას. მიცელიუმის კოლონიები მიაღწევენ საფარი ფენის ზედაპირზე 80-90%; და ამასთან უნდა ჩავატაროთ მკვერთრი გაციება 1–2 დღეში. ნებისმიერი მეთოდით გაცივებისას საბოლოო მნიშვნელობა კლიმატური პარამეტრებისა შემდეგია: გარემომცველი ტემპერატურა 16-16C. ნახშირორჟანგა გაზის დონე 500-1000ppm. ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 92-95% რეკომენდირებულია ყველა პარამეტრის დაწევა ჰაერის ნაკადის მოძრაობის მინიმალური სიჩქარით.

გაცივების პროცესი, ნაყოფსხეულების წარმოქმნა

CO2-ის კონცენტრაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გამონასკვების წარმოქმნასა და მათ შემდგომ ზრდაზე. CO2-ის იდეალური კონცენტრაცია აუცილებელია. ოპტიმალური კონცენტრაციის მისაღწევად CO2 შეიძლება გამოყენებული იქნეს ვენტილაციის საშუალებით. თუ შევინარჩუნებთ CO2 მაღალ კონცენტრაციას, მიცელიუმი გააჭიანურებს. ვეგეტაციურ ზრდას და გამონასკვები აღარ ჩამოყალიბდებიან. რაც უფრო დაბალია CO2–ის კონცეტრაცია, მით უფრო მატულობს გამონასკვები. თუ დიდი რაოდენობა გამონასკვებისა არასასურველია, მაშინ CO2კონცენტრაციას ზრდიან და გამონასკვნების წარმოქმნა კლებულობს. როდესაც გამონასკვნები გადადიან ნაყოფსხეულებში, ისინი იზრდებიან მსხვილი ფეხებით და უფრო მძიმე წონისანი. თუ გამონასკვები ჩამოყალიბებული არიან სწორად, ისინი აგრძელებენ ზრდას CO2 მაღალ კონცენტრაციის დროსაც. CO2–ის კონცენტრაციის მაღალი დონის შენარჩუნება კამერაში ძალიან ძლიერ გავლენას ახდენს პროცესზე. გაციების დამთავრების შემდეგ რამდენიმე დღეს იცავენ გაციების სტადიის ბოლო პარამეტრებს. ვენტილაციის გამოყენება ამ პერიოდში – საჭიროა მხოლოდ ტემპერატურის კორექციისთვის. მას შემდეგ რაც სოკოების ძირითადი მასა მუხუდოს ზომამდე ჩამოყალიბდება, იწყებენ მორწყვას და სწევენ ტემპერატურას 17,5_18,5C–მდე.


დაავადებები და მავნებლები

სველი ლპობა, მიკოგენი

აღწერა: ქამა სოკოსათვის ძალზე სახიფათოა პარაზიტული დაავადება. ის ვითარდება სოკოს ნაყოფსხეულზე და გადააქცევს მას უფორმო მასად. შემდგომში ეს მასა გამოყოფს მუქ–ყავისფერ წვეთებს, რომელთაც აქვთ არასასიამოვნო სუნი, ის შეიცავს დიდი რაოდენობით მიკოგენის სპორებს. დაავადება ვითარდება სპორებით და მიცელიუმით, ამას ხელს უწყობს მწერები და საფარი ნიადაგის ნარჩენები. იყო შემთხვევები, როდესაც სანიტარულ–ჰიგიენური წესების დაუცველობის გამო მიკოგენს მთლიანად დაუღუპავს სოჯოს მოსავალი.

წარმოშობის მიზეზები. თუ დაავადება წარმოიშვენა საფარი ფენის დაფარვიდან 9–12 დღის შემდეგ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფიცირება განვითარდება მიკოგენით დაავადებული საფარი ნიადაგიდან. თუ დაავადება გამოჩნდა სოკოს პირველი ტალღის აღების შემდეგ, მაშინ საფიქრებელია დასნებოვნება დაწყებულია უშუალოდ გამოსაზრდელ კამერაში. მიკოგენის სპორები შესაძლებელია გადავიდეს მწერების მიერ, მომუშავე პერსონალის სპეცტანსაცმელიდან, მტვერიდან, დაბრუნებული ტარიდან და ა.შ.

გამაფრთხილებელი ზომები: ტორფის დამზადებისას არ დავუშვათ მასსი მიწის შემცველობა, სისტემატურად ვამოწმოთ წარმოებაში მწერების პოპულაციები (ბუზების, კოღოების, ტკიპების); გამოყენებული კომპოსტის გადაყრისას დაუყოვნებლივ გაიზიდოს ის წარმოების ტერიტორიიდან, დაიდგას სუფთა ჰაერის შემოსასვლელებზე გამასაუფთავებელი ფილტრები. მიკოგენის გამოჩენის შემთხვევაში ყოველდღიურად სოკოს კრეფის წინ კვალიდან გამოვიტანოთ სოკოები.


მშრალი სიდამპლე, ვენტიცილეზი

აღწერა: დაავადების გარეშე შეხედულება დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე. ადრეულ სტადიის დროს დაინფიცირებული სოკოები ვითარდებიან ბოლქვისებურად (ნაყოფსხეულების ქუდები ფეხებზე პატარა) ხოლო უფრო ბოლო სტადიის დროს სოკოს დასნებოვნება მიმდინარეობს დეფორმაციით. მათ აღენიშნებათ ძლიერ გაღუნული ფეხები. არასწორი ფორმის ქუდი. სოკოები იზრდებიან და ხმებიან. მიკოგონით დაავადებისაგან სოკოები არ ლპებიან.

წარმოშობის მიზეზები. ყველაზე უფრო უტყუარი მიზეზი დასნებოვნებისა – ინფიცირებული საფარი ნიადაგი. დასნებოვნება შეიძლება მოხდეს ჰაერის საშუალებიტ, სპორები შეიძლება ბუზებმა გადაიტანონ, ან ტკიპებმა, ასევე გამორიცხული არ არის მომუშავე პერსონალი.

გამაფრთხილებელი ზომები: სანიტარულ–ჰიგიენური წესების დაცვა, კონტროლი მწერების არსებობაზე, საფარი ნიადაგის დეზინფექცია, ჰაერომომწოდებელ სისტემაზე გამწმენდი ფილტრების დაყენება.


მწვანე ობი, ტრიქოდერმა

აღწერა: როცა ობი იწყებს ზრდას, ის ძალიან წააგავს სოკოს მიცელიუმს. შემდეგ მასზე წარმოიქმნება გასაფანტი სპორების მწკრივი, რომლისგანაც 3–4 დღის შემდეგ ტრიქოდერმის მიცელიუმი ხდება მწვანე.

წარმოშობის მიზეზები. დაავადების გამავრცელებლები შეიძლება იყვნენ წითელი წიწაკის ტკიპები. დაავადების სპორები შეიძლება გადატანილი იქნეს ჰაერით, მორწყვის გაფრქვევის დროს მომუშავე პერსონალით და ა.შ.

გამაფრთხილებელი ზომები: სანიტარულ–ჰიგიენური ზომების დაცვა, მწერების მოსპობის სამუშაოების ჩატარება, დეზინფექცია სპეცტანსაცმლის, პასტერიზაციის გვირაბში და გამოსაზრდელ კამერაში საჰაერო ფილტრების დაყენება. ყველა ტექნოლოგიური პროცესით სწორად შესრულება.


კოპრინუსი, მელნისებური სოკო

აღწერა: კოპრინუსების წარმოქმნა ყოველთვის დაკავშირებულია კომპოსტის მომზადების ტექნოლოგიის უხეშ დარღვევასთან. ისინი შეიძლება წარმოჩინდნენ როგორც კომპოსტში, ასევე საფარ ნიადაგში. მელნისებური სოკოები წარმოადგენენ ქამა სოკოს კონკურენტებს, საკვებზე და კომპოსტის ტენიანობაზე.

წარმოშობის მიზეზები

– კომპოსტის ფორმულის არასწორად შედგენა.
– ძალზე ტენიანი კომპოსტი.
– პასტერიზაციის ჩატარებისას არასაკმარისად მაღალი ტემპერატურა.
– კონდიცირების დაუმთავრებელი სტადია.

გამაფრთხილებელი ზომები: ნედლეულის ხარისხის კონტროლი და მისი გამოყენება საჭირო რაოდენობით, პასტერიზაციის პროცესის სწორად ჩატარება, ამიაკის დონის კონტრილირება კონდიცირების ბოლო პერიოდში. სანიტარულ ჰიგიენური წესების ზედმიწევნით დაცვა.


სოკოს ბუნები

აღწერა: კომპოსტისა და ზრდადი მიცელიუმის სუნზე მიზიდული ბუზები და კოღოები ძვრებიან გამოსაზრდელ კამერაში ყველა შესაძლებელი ნასვრეტიდან და ღრიჭოდან და დებენ კვერცხებს მიცელიუმის გვერდით სუბსტრატში, საფარ ნიადაგში ან ქამა სოკოს ნაყოფსხეულებზე. კეთილსაიმედო პირობებში 5–10 დღის შემდეგ კვერცხებიდან იჩეკებიან ჭიები, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ სოკოებს, რადგან ისინი იკვებებიან სოკოს მიცელიუმით. ამდენად წამოზრდილი და ახალგაზრდა სოკოები ძალზე პატარებია, მათი შემოსევის გამო აღარ იზრდებიან. მიცელიუმის დაზიანება შეიძლება იყოს მასობრივი, რის გამოც აღმონაცენი ღებულობს ყავისფერ შეფერილობას და ტყავისებურ ზედაპირს. ამის გარდა, ახალგაზრდა სოკოები დეფორმინდებიან ან მთლიანად იღუპებიან.

წარმოშობის მიზეზები.
– ცუდად მომზადებული კომპოსტი.
– ტექნოლოგიური შენობებისა და გამოსაზრდელი კამერის არასაკმარისი იზოლაცია.
– სოკოების არასწორად მოკრეფა.
– სანიტარულ ჰიგიენური წესების დარღვევა.

გამაფრთხილებელი ზომები: ქამა სოკოს გამოზრდის და კომპოსტის მომზადების ტექნოლოგიის მოთხოვნილების დაცვა, მწერების დამჭერების დადგმა, დასაბოლებელი მოწყობილობის გამოყენება, სანიტარულ–ჰიგიენური პირობის დაცვა.
ნანახია: 7230 | დაამატა: goga22go | რეიტინგი: 4.3/7
სულ კომენტარები: 3
3  
tu shegidliat qamasokos tesli shemadzeninot ver vnaxe sad vipovi maqvs didi survili qamasoko moviyvano,..

2  
qama sokos msgavsad sheidzleba igive pirobebshi sxva sokos moyvana, dzalian mainteresebs sokos moyvana, var axalcixidan, 16 wlis

1  
kargad ver gavige qama sokos moyvanis metodi tu shegiliat amixsnat ufro mokled ? avtofarexshi tu shemidzlia moviyvano qama soko 30-60 kvadratze an sardafshii? sad shemidzlia viyido qama sokos tesli da ra damchirdeba kidev rogor davteso ramden xanshi amova mosavali da kidev ra damchirdeba ?

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2016
Create a free website with uCoz