ვიდრე ქამა სოკოს წარმოებას დაიწყებდეთ და სახსრებს დახარჯავდეთ, საჭიროა
კარგად გაეცნოთ წარმოების ტექნოლოგიას, მოამზადოთ საჭირო ნედლეული. ეს
ნედლეული კი შედგება ტორფის, ნამჯისა და ქათმის ნაკელისაგან. გარდა ამისა
წინასწარ უნდა იქნეს შესწავლილი გასაღების ბაზარი. თუმცა ქამა სოკოზე
მოთხოვნილება ყველგან დიდი და მის გასაღებას პრობლემა არასოდეს ექმნება,
მით უმეტეს თუ ის მაღალხარისხიანია და მყიდველს მუდმივად მიეწოდება. თუ
ნედლეულთან და ბაზართან დაკავშირებით თქვენ პრობლემა არ გაგაჩნიათ, სინჯეთ
იანგარიშოთ თუ როგორი ნაგებობაა საჭირო დაგეგმილი რაოდენობის სოკოს
მოსაყვანად. ქამა სოკოს მოსაყვანად შეიძლება ახალი შენობის აშენება, ან
როგორც ეს ხშირად ხდება პრაქტიკაში ძველი სასოფლო–სამეურნეო შენობის
რეკონსტრუქცია, როგორიცაა, საძროხე, საღორე და ა.შ.
შენობის შერჩევის დროს უპირატესობა უნდა მიეცეს ისეთს, რომელთანაც ახლოსაა
ყველა საჭირო ენერგომატარებლები: გაზი, წყალი, დენის წყარო. მაგალითად
განვიხილ
...
კითხვის გაგრძელება »